პატრიარქის მოწამვლა უნდოდათ თუ შორენათეთრუაშვილის მოკვდინება, ორივე შემთხვევაში საპატრიარქოში ჩაბუდებული მეუფე პეტრეს ე.წ. ფსევდორეფორმატორები მომძლავრდებოდნენ; ფსევდო, რადგან მათი “რეფორმის” არსი არის ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია როგორმე დააყენონ ლიბერასტულ რელსებზე, ისევ შეიყვანონ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში, რომელიც თავის დროზე დავტოვეთ, როგორც ეკუმენისტური გაერთიანება, რომელიც ერესი, მწვალებლობაა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
ანალოგიურ კონტექსტშია განსახილველი ე.წ. მსოფლიოს პატრიარქ ბართლომეს მიერ კუნძულ კრეტაზე გამართული მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელში მონაწილეობასაც ესწრაფვოდნენ ქართველი მეუფე ყანდურნი, მაგრამ, მათი მეცადინეობის მიუხედავად, ილია მეორემ უარი განაცხადა კრეტაზე საქართველოს ეკლესიის დელეგაციის ჩასვლაზე, ისევე, როგორც რუსეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიებმა, რადგან საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა, რომ კუნძულ კრეტაზე იმაზე კი არ იქნებოდა კამათი, რამდენი ეშმაკი ან ანგელოზი დაეტევა ნემსის წვერზე, არამედ იმაზე, როგორ უნდა გამხდარიყვნენ ზემოხსენებული ეკლესიები ლიბერალურები, საიდანაც ერთი ნაბიჯია სოდომის ცოდვის მიმართ ლოიალურობამდე. მით უმეტეს, რომ კუნძულ კრეტაზე ის პროტესტანტული ეკლესიებიც ჩავიდნენ, რომლებიც არათუ ლოიალურობას იჩენენ სოდომიის მიმართ, არამედ, კარგა ხანია, ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ჯვრისწერაზეც არ ამბობენ უარს.
ზემოთ, როცა ბართლომეს მიმართ “ეგრეთ წოდებული” ვიხმარე, ის მქონდა მხედველობაში, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლად მხოლოდ ნომინალურად ითვლება კონსტანტინეპოლის (სტამბოლის) პატრიარქი და არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ კონსტანტინეპოლის (სტამბულის) საპატრიარქო, სავარაუდოდ, ერთი მხრივ, თურქეთის და, მეორე მხრივ, აშშ-ის სპეცსამსახურების დაფინანსება-კონტროლის ქოლგის ქვეშაა შეფარებული…
ამავე ოპერიდან იყო ტელეკომპანია“იმედის” ამასწინანდელი ვიზიტი სტამბოლში და მსოფლიო პატრიარქთან ჩაწერილი ინტერვიუ, რომელშიც ბართლომე ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, უწოდა რა კუნძულ კრეტაზე საქართველოს ეკლესიის არჩასვლას მართლმადიდებლობის უპატივცემულობა და იქვე მოუწოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში ხელახალი გაერთიანებისკენ, რაც ჩვენი პატრიარქის შეურაცხყოფად აღვიქვი, რადგან არავის, მით უმეტეს, ეკუმენისტი ბართლომეს საქმე არ არის, საქართველოს პატრიარქი სად ჩავა და რას მოიმოქმედებს.
ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლია, რომელთა საერთო მიზანი არის ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტოს, რაც, ერთი მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უარის თქმის ტოლფასია და, მეორე მხრივ, რადგან მსოფლიო პატრიარქი, ფაქტობრივად, რუსეთის პატრიარქი კირილეა, როგორც უდიდესი და უმდიდრესი ეკლესიის მესაჭე, ხოლო რუსეთი მესამე რომია, მისგან ქართული ეკლესიის შორს ყოფნა და, შესაბამისად, ბართლომესთან დაახლოება, ადრე თუ გვიან, ქართული ეკლესიის ერთიანი სხეულის დაშლას გამოიწვევს, ისევე, როგორც დაიშალა საბერძნეთის ეკლესია.
არადა, რატომ? რისთვის? რადგან, როცა “ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისთვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, რა გითხრათ, რით გაგახაროთ”?..
ხლისტებთან ბრძოლა წავაგეთ-მეთქი და მართლაც, მაგრამ, საბედნიეროდ, ჯერჯერობით მხოლოდ ბრძოლა და არა ომი, მაგრამ ეს “ჯერჯერობით” უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.
მთავარი ბრძოლა, როგორც ჩანს, მომავალი წლის 17 მაისს გველის.
საქართველო, რუსეთისა და ბელარუსის მსგავსად, ის მართლმადიდებელი სახელმწიფოა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელშიც ვერაფრის დიდებით (თუ ვერაფრის დოლარებით?) ვერ ჩაატარეს გეიაღლუმი, რაც უკვე აშკარა გაღიზიანებას იწვევს დასავლეთის ლიბერასტულ წრეებში. ალბათ, სწორედ ამიტომ შეიტანა ოფიციალურად ქოცების ხელისუფლებამ მომავალი წლის სამოქმედო გეგმაში 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად ღონისძიებების ჩატარება, რაც ჩვენებურ ენაზე ლგბტ-თა აღლუმის გამართვით რუსთაველის პროსპექტის წაბილწვას ნიშნავს.
ისე, ცნობისთვის: ხელისუფლებამ ამ მხრივ გენერალური რეპეტიცია უკვე გაიარა ა.წ. ივლისში, როდესაც პოლიციის კორდონით უზრუნველყო ნაცების უპრობლემოდ ჩავლა პლეხანოვზე. დიახ, გენერალური რეპეტიცია, რადგან გეიაღლუმი და ნაცების საპროტესტო სვლა ქუჩაში ერთი და იგივეა. სულ ახლახან სახალხო დამცველად მართლმადიდებლობის მტრის, “ეფრეიტორ” ლომჯარიას, არჩევით მომავალი 17 მაისის საერთაშორისო მხარდაჭერაც გაინაღდა ქოცების ხელისუფლებამ.
ჰოდა, მერე რა, რომ… “ლენგ–თემურებმა ჩვენს სისხლში გვბანეს და მაინც დავრჩითდა გამოვცოცხლდით.
შაჰაბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილ შვილნიდა მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა–მაჰმად–ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა–ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით. მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომს, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ–თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველებისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. ცოდვაარ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს.
დრო–ჟამიამას გვიქადის… რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”
მართლაც ცოდოა, რომ ეს ქვეყანა, ქრისტეს კუნძული, ჩვენი სამშობლო, ლიბერასტ-პედერასტებს დავუტოვოთ საჯიჯგნად.
ახალ წელს გილოცავ, “ჩემო კარგო ქვეყანავ”!
დავით მხეიძე. გაზეთი საქართველო და მსოფლიო.