რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქართველ მოქანდაკეს, მხატვარსა და არქიტექტორს ზურაბ წერეთელს 85 წლის იუბილე მიულოცა.

“ჯანმრთელობას, ამოუწურავ შთაგონებას და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ” ,- ნათქვამია პუტინის მილოცვაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ წერეთლის შემოქმედებითი იდეები ბრწყინვალედ წარმოჩინდა მის ნამუშევრებში, რომლებიც  პროფესიონალების მიერაა აღიარებული.

ვლადიმერ პუტინმა ასევე დასძინა, რომ მოქანდაკე ნაყოფიერ მუშაობას განაგრძობს.

ზურაბ წერეთელი 1934 წლის 4 იანვარს თბილისში დაიბადა. იგი ქართველი მხატვარი, მოქანდაკე,  არქიტექტორი, ასევე სსრკ-ის სახალხო მხატვარია (1980), იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1983), ბროკპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1997),რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი.

1989 წელს საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და 2 წლის შემდეგ სრულუფლებიანი ელჩის სტატუსი მიიღო. 1997 წლიდან რუსეთის სამხატვრო აკადემიას ხელმძღვანელობს.
ipress.ge