როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, პირველადი ჯანდაცვის ცენტრები არასამუშაო დღესაც იმუშავებენ და მოქალაქეებს მოუწოდებს, პირველადი ნიშნების გამოვლენისთანავე დაწესებულებებს მიმართონ.
“საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრი უკვე მომარაგებულია “ტამიფლუთი”. უმწეოები და ორსულები მიიღებენ დოზებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში. ასევე მიუხედავად იმისა, რომ გამოსასვლელი დღეებია – შაბათს და კვირას, პირველადი ჯანდაცვის ცენტრები იმუშავებენ ჩვეულებრივ რეჟიმში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე და შობის დღეს იმუშავებენ 10:00 საათიდან 14:00 საათამდე. პირველადი ნიშნების გამოვლენისთანავე შეგიძლიათ მიმართოთ, დასვენების დღეების მიუხედავად, ჯანდაცვის ცენტრებს”, – აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.
ipress.ge