ღორის გრიპის კიდევ ერთი მსხვერპლი – საავადმყოფოში 40 წლის ქალი გარდაიცვალა

40 წამდე ასაკის ქალი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ინფექციით, პნევმონიითა და და სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, ჩატარებული ანტივირუსული მკურნალობის მიუხედავად პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და 6 იანვარს დაიღუპა.

ამ დროისთვის სამედიცინო ცენტრში რესპირატორული ინფექციის სიმპტომით 11 ადამიანი მკურნალობს.

საქართველოში ე.წ.ღორის გრიპით ამ დროისთვის სულ 9 ადამიანია გარდაცვლილი.

მცხეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინია გამოცხადებული. გრიპის ვირუსის სიმპტომებით კლინიკაში 50 ადამიანს მკურნალობენ, მათგან სამი მართვით სუნთქვაზე, თუმცა, ლაბორატორიულად არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა H1N1.მცხეთაში ვირუსით მიმართვიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ამის შესახებ მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, დავით ლოლაძემ ისაუბრა.
ლოლაძე ამბობს, რომ კლინიკაში რესპირატორული დაავადებებით ბევრი ბავშვია შეყვანილი.
„ძირითადი ასაკობრივი ჯგუფები არის ბავშვები და 60 წელს გადაცილებული ადამიანები. ამ წუთისთვის მწვავე რესპირატორული გამოვლინებები და კლინიკური ნიშნებით კლინიკაში, დაახლოებით, 50-მდე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. კლინიკა იმყოფება კარანტინის მდგომარეობაში, მაქსიმალურად შეზღუდული გვაქვს კლინიკაში გადაადგილება. ვითარება საკმაოდ რთულია მომართვიანობიდანგამომდინარე ანუ მაღალი მომართვიანობაა კლინიკაში, განსაკუთრებით პედიატრიული ასაკის, H1N1 კლინიკაში დადასტურებული არ არის,“ – განაცხადა დავით ლოლაძემ.
ჯანდაცვის სამინისტრო კი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძოს. პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს, 8 იანვრიდან კი კლინიკები 24-საათიან რეჟიმში გადავლენ.
ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს, მაღალი სიცხისა და გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.