მომღერალი ეკა კვალიაშვილი საქართველოში გავრცელებულ გრიპს ლუგარის ლაბორატორიას უკავშირებს. მომღერლის აზრით, ლაბორატორიაში ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს ამზადებენ და ადგილობრივ მოსახლეობაზე ცდიან.
“ლუგარის ლაბორატორიაში, რომელიც მდებარეობს თბილისის გარეუბანში, აწარმოებენ ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს და ცდიან ადგილობრივ მოსახლეობაზე.
კარგად და ყურადღებით წაიკითხეთ ეს ყოველივე, საცდელ ლაბორატორიად გახადეს ეს ქვეყანა რადგან კანონით იკრძალება ამის კეთება! წიკითხეთ და აიტანეთ ერთმანთი, ცოტა აზრზე მოდი ერო და ერთმანეთის ჭამას ნუ გააგრძელებ“, – წერს კვალიაშვილი სოციალურ ქსელში და 2015 წელს გამოქვეყნებულ მასალას აზიარებს. “საქართველო და მსოფლიოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი ჯეფრი სილვერმანი ლუგარის ლაბორატორიდან მომდინარე საფრთხეზე საუბრობს. სწორედ ჯეფრი სილვემანი იყო, ვინც ლაბორატორიიდან მომდინარე საფრთხეზე პირველად დაიწყო საუბარი.
გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომელიც საქართველო და მსოფლიოში 2015 წელს გამოქვეყნდა:
– შესაძლებელია, რომ ქათმისა (H5N1) და ღორის გრიპი(H1N1) ან ჯილეხი გაევრცელებინათ ბიოლაბორატორიიდან?
– არა, უშუალოდ ლაბორატორიიდან არა, მაგრამ ის გამოუშვეს საქართველოსა და სამხრეთ რუსეთში მეცხოველეობის ინდუსტრიის გასანადგურებლად, განსაკუთრებით – აფრიკული ღორის გრიპი. მე ვესაუბრე ფერმერებსა და სხვა ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან ხორცის ინდუსტრიაში, და ვიცი, რომ, აშკარა პოლიტიკური თუ კვლევითი მიზნების გარდა, საქართველოში უნდა განხორციელებულიყო ხორცის იმპორტი, რათა წინა მთავრობასთან დაახლოებულ რამდენიმე ადამიანს დიდძალი ფული ეშოვა.
– დგას თუ არა საფრთხის ქვეშ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლების ჯანმრთელობა?
– ინფიცირება ნამდვილად მოხდა. 2 წლის წინათ ლუგარის ლაბორატორიაში ინფიცირებული პერსონალი საიდუმლოდ გადაიყვანეს “არამიანცის” საავადმყოფოში სამკურნალოდ და თანხაც გადაიხადეს მედიასაშუალებებისთვის, ინფორმაციის დამალვის მიზნით. ლაბორატორია უნდა განადგურებულიყო 2011 წელს, როდესაც გამოვააშკარავე ეს ამბავი, მაგრამ მაინც გრძელდება არალეგალურ კვლევები. უნდა გვახსოვდეს, რომ ბიოიარაღის პროგრამა აშშ-ის უმსხვილესი ინვესტიციაა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ლაბორატორიების ქსელის მშენებლობას ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების დაქვემდებარებით.
შეგახსენებთ, თბილისში მდებარე ლუგარის სახელობის ლაბორატორია, რომელიც ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით აშენდა და საქართველოს საკუთრებაა, რუსეთის პროპაგანდის და ოფიციალური პირების თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. რუსეთი აცხადებს, თითქოს ეს ლაბორატორია აშშ-ს ეკუთვნის, სადაც ადამიანებზე სასიკვდილო ექსპერიმენტებს ატარებენ.
ქართულმა მხარემ აღნიშნული ბრალდება არაერთხელ უარყო და აღნიშნა, რომ ლაბორატორიის საქმიანობის ძირითადი სფერო ქვეყანაში გავრცელებული ბაქტერიებისა და ვირუსების შესწავლას მოიცავს.
2020nevs.ge