ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გამართვა ვერ უშველის”

 ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში შესვლის რა შანსი აქვს საქართველოს და როგორ აისახება მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე:

სოსო ცინცაძე:

_ ნატოს საპარლამენტო სამიტის ჩატარება არაფერს მოუტანს ქვეყანას. ნატოში არ იღებენ საქართველოს, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი პირიქით ჰგონიათ. ევროპაში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყველა აღიარებს, მაგრამ ხომ ნახეთ, გერმანელმა დიპლომატმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ  ზალბერმაბიბილოვს არჩევნების წარმატებით ჩატარება რომ მიულოცა, ჩვენ კი პირდაღებული ვსხედვართ. პოლიტიკასა და დიპლომატიაში მთავარი არის შედეგი და არა პროცესი. “გენიოსი” ვიცეპრემიერი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს _ რა მნიშვნელობა აქვს, როდის და როგორ მიგვიღებენ ნატოში, მთავარი პროცესიაო. ეს მამაცხონებული, იმის მაგივრად, რომ აგვიხსნას, რატომ ჩაიჭრა 11 ათასი მოსწავლე საატესტატო გამოცდებში, დიპლომატად გვევლინება. რომ ამბობენ, ოთხი ქვეყანა, რომლებშიც საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა, უკვე ნატოს წევრია და საქართველოც მათ რიგებს შეუერთდებაო, რა ლოგიკით შეიძლება თქვა ეს, ვერ ვხვდები. ნატოს მიზანი კარგად გამოჩნდა, როცა ბრიუსელში  გამართულ სამიტზე საქართველოს შესახებ კრინტიც არ დაუძრავთ. საქართველომ ამ ღონის ძიებას თვითონ მისცა ამხელა მნიშვნელობა და ნატოც აჰყვა.  შედეგი არის ის, რომ საქართველოში იქნება დიდი პაუზა, მით უმეტეს, როცა ოფიციალური რუსეთი სულ უფრო ნაკლებ ყურდღებას აქცევს ასეთ ღონისძიებებს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გამართვა ვერ უშველის.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო 2017წელი.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.