რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ რელიგიური გაერთიანებებისათვის 2019 წლის ბიუჯეტი გაანაწილა.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2019 წლის 22 იანვრის N1/171 რეკომენდაციით, რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან ამ ეტაპზე გაუნაწილა 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
თანხა ასე გადანაწილდა:
- საქართველოს ისლამურ თემს – 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი;
- საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;
- საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;
- საქართველოს იუდეურ თემს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი.
- 2019 წლისთვის დარჩენილი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი განაწილდება მოგვიანებით.
http://premiumi.ge