“ევროპაში ნებისმიერი სახის ინტერნეტი უფასო გახდა,საქართველოში რა ჯანდაბა ხდება”

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე „ჯეოსელის“, „სილქნეტისა“ და „მაგთის“ აბონენტთა ნაწილისთვის მომსახურების ტარიფების გაზრდას ეხმიანება და წერს:

“„ჯეოსელის“, „სილქნეტისა“ და „მაგთის“ აბონენტთა ნაწილისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება…

“მთავრობა, მიხედეთ ამას, მსოფლიოში მობილური ოპერატორები ფაქტიურად ნულოვან გადასახადამდე აგდებენ, მომსახურების ფასებს, თვით სააბონენტო გადასახადები წლიდან წლამდე იაფდება, ევროპაში ნებისმიერი სახის როუმინგი და 4G ინტერნეტი უფასო გახდა და… ამ საქართველოში რა ჯანდაბა ხდება რაააა, რატომ იზდება ფასები, მომკითხავი არავინაა?”- ვკითხულობთ გიორგი ფოფხაძის “ფეისბუქ” პოსტში.