მეუფე იცავს უდანაშაულო დეკანოზს, შეუძლია მღვდელს ეპისკოპოსის განკვეთა???

 ჭყონდიდელი მიტროპოლიტ  მეუფე პეტრესთვის ცნობილი არ არის, ნამდვილად აგროვებს თუ არა დეკანოზი შალვა კეკელიძე ხელმოწერებს  ეკლესიიდან  მისი განკვეთის მოთხოვნით.

“ეს ინფორმაცია თქვენგან მესმის და ჯობია, ადრესატთან გადაამოწმოთ“, განაცხადა მეუფე პეტრემ “2020NEWS“-სთან საუბარში.

კითხვაზე ელოდება თუ არა მისი ბოლოდროინდელი კრიტიკული გამონათქვამების გამო ეკლესიიდან განკვეთას, მეუფე პეტრე პასუხობს, “ველოდები საქართველოს გაბრწყინებას,  რამეთუ უფალი მეფობს“.

შეგახსენებთ, თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეკანოზი შალვა კეკელიძე მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის მიზნით ხელმოწერებს აგროვებს.

მამაოების კრიტიკა მეუფე პეტრემ ბოლო სინოდის სხდომის შემდეგ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია. სინოდის სხდომის შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ მისთვის დანგრეულია მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ.

მიტროპოლიტი თვლის, რომ მამა გიორგი მამალაძე უკანონო პატიმარია და საპატრიარქო ამასთან დაკავშირებით დუმს.
2020nevs.ge
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.