საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრის ბაზაზე 2013 წლის თებერვალში ჯავის ქუჩაზე გაიხსნა თავშესაფარი,”თბილი სახლი” სადაც მარტოხელა ქალბატონები ცხოვრობდნენ მცირეწლოვან შვილებთან ერთად. გახსნიდან მალევე მოაკითხა ლელა ქსოვრელმა თავშესაფარს იმ მოტივით რომ არ ქონდა ღამის გასათევი და ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა იქ. მოსვლის დროს ლელა ქსოვრელს ყავდა ერთ წლამდე ბიჭი ლუკა და იყო ორსულად. თავშესაფარში მოსვლიდან დაახლოებით ორ კვირაში შეეძინა ნინიკო, რომელიც იმ მოტივით რომ არ ჰქონდა ბავშვის რჩენის საშუალება სამშობიარო სახლიდანვე სოციალურმა სამსახურმა გადაიყვანა მინდობით აღზრდაში.
გთავაზობთ ინტერვიუს დედათა და ბავშვთა თავშესაფრ თბილი სახლი-ს მენეჯერ სოფო ჯიქურაშვილთან
-სოფო ერთი წლის განმავლობაში რაც ლელა ქსოვრელი აღნიშნულ თავშესაფარში ცხოვრობდა როგორი ურთიერთობა ჰქონდა თავშესაფრის სხვა მაცხოვრებლებთან?
-მინდა ავღნიშნო რომ, ლელა ქსოვრელი თავისებური ხასიათის ქალი კი იყო, მაგრამ თავშესაფრის მაცხოვრებლებთან კომფლიქტი არ ჰქონია. მას ლუკას და ნინიკოს გარდა ჰყავს კიდევ უფროსი ქალიშვილი მარიამი, რომელიც იმ პერიოდში იზრდებოდა ლელას მშობლებთან და ის ბავშვიც აკითხავდა დედას. ერთადერთი რაზეც კონფლიქტი მოსდიოდა თავშესაფარში მყოფ ქალბატონებთან იყო ის, რომ ძალიან მკაცრად ექცეოდა პატარა ბავშვს რომელსაც ახლად ჰქონდა სიარული დაწყებული.
– მასთანაც ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას ადგილი?
თავშესაფარში მყოფი ქალბატონები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ის ფიზიკურად უსწორდებოდა ლუკას, რაზეც რამოდენიმეჯერ მოვმართეთ სოციალური სამსახურის წარმომადგენელს.
–და რა რეაგირება მოჰყვა მათი მხრიდან აღნიშნულ ფაქტს?
იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც სახლში დაბრუნებულ ერთ-ერთ დედას ბავშვი აივანზე დახვდა მიბმული თოკით და თვითონ სარეცხს რეცხავდა. დაუყოვნებლივ მივმართეთ სოციალური სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც მოვიდა და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.
-და როდის დატოვა ლელა ქსოვრელმა თავშესაფარი?
თავშესაფარში ლელა ქსოვრელი ცხოვრობდა ერთი წელი, მხოლოდ ლუკასთან ერთად, ხოლო შემდეგ გათხოვდა არკადი ზაალიშვილზე და დატოვა თავშესაფარი. თავშესაფრიდან წასვლის პერიოდში ლელა ქსოვრელს ჰყავდა უფროსი ქალიშვილი მარიამი, რომელიც ცხოვრობდა ლელას მშობლებთან, ნინიკო ბავშვი რომელიც დაიღუპა იყო მინდობით აღზრდაში. მას ჰყავდა მხოლოდ ლუკა რომელიც გათხოვების შემდეგ თან წაიყვანა.
http://info7.ge