“ბილაინიდან” “TVM NEWS” აცნობეს, რომ კომპანია მუშაობას აგრძელებს და საქართველოს ბაზრის დატოვებას არ აპირებს.
“ბილაინი ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას და მისი 1.3 მილიონამდე მომხმარებლის მომსახურებას, მის 350-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად. 2018 წელი კომპანიამ წარმატებით დაასრულა და განახორციელა 21 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია ინფრასტრუქტურისა და პროდუქტების განვითარებაში და უფრო დიდ ინვესტიციას განახორციელებს 2019 წელს.
ბილაინი დიდი ტელეკომ ჯგუფის ნაწილია და როგორც ნებისმიერი მსგავსი ზომის ჯგუფის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს კომპანიების ყიდვა და გაყიდვა – ეს ბიზნესის წარმართვის ჩვეულებრივი ნაწილია, თუმცა ამ ეტაპზე კომპანიის ყიდვა/გაყიდვის წინადადება არ არსებობს და კომპანია განაგრძობს განვითარებას, რომ შექმნას კიდევ უფრო მეტი ღირებულება მისი თანამშრომლებისთვისა და მომხმარებლებისთვის”, – განუცხადეს “მეტრონომს” ბილაინში.
შეგახსენებთ, რომ კახა ბექაურის განცხადებით, ბილაინი საქართველოს ტოვებს.