World Rising Stars – მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი – გლობალური სილამაზის, ტალანტისა და მოდის პროექტს 8 იანვრიდან კვლავაც თბილისი უმასპინძლებს!

8–13 იანვარს თბილისი დაუვიწყარ მოვლენას უმასპინძლებს — World Rising Stars Beauty, Talent & Fashion Awards Fashion Week. ეს არის მსოფლიო დონის ღონისძიება, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სილამაზის კონკურსს, ტალანტების შოუქეისს და მაღალი მოდის კვირეულს. მისი ორგანიზატორი საქართველოში გახლავთ: სილამაზის და მოდის მეგა სააგენტო: “კატრინი”, მისი დამფუძნებელი და სულის ჩამდგმელი კი ეკატერინე მგალობლიშვილი.

პროფესიონალებისა და ახალი თაობის ვარსკვლავებისთვის ეს უნიკალური პლატფორმაა, სადაც ბრწყინვალე შანსი ეძლევათ წარმოაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები და გახდნენ საერთაშორისო, მსოფლიო სცენის ნაწილი. გვინდა ისიც ავღნიშნოთ, რომ ამ პროექტის ჯილდო ჩვენს მედია პორტალ TVM NEWS-საც ერგო სამჯერ, დაგვაჯილდოვეს, როგორც მსოფლიო პროექტების საქართველოში გამშუქებელი საუკეთესო მედია, რისთვისაც მთელი შემოქმედებითი სტაფი მადლიერები და ამაყები ვართ.
რატომ World Rising Stars?
გლობალური მასშტაბი — ღონისძიება აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის rising star-ებს- ამომავალ ვარსკვლავებს!
სილამაზე და სტილი — მოდის ბრწყინვალე პოდიუმები, ტენდენციების პრეზენტაციები და მაღალი კლასის დიზაინერები.
ტალანტების უნიკალური სივრცე — მონაწილეობას იღებენ მომღერლები, მოცეკვავეები, არტისტები და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები.
პრესტიჟული ჯილდოები — გამარჯვებულებს გადაეცემათ საერთაშორისო ტიტულები და შანსი ეძლევათ წარსდგნენ გლობალურ არენაზე.
ჩატარდება როდის და სად?
8–13 იანვარი
თბილისი, საქართველო
ამ ექვსი დღის განმავლობაში თბილისი იქცევა მსოფლიო მოდისა და ტალანტების ეპიცენტრად. მონაწილეებს, სტუმრებსა და პარტნიორებს მიეცემათ შესაძლებლობა გახდნენ საერთაშორისო მნიშვნელობის, ნამდვილი ფურორის ნაწილი.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი