ამ წუთებში სროლაა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში – საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში, სროლისა და აფეთქების ხმა ისმის.

ამ წუთებში სროლაა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში – საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში, სროლისა და აფეთქების ხმა ისმის.

რუსული მუქარა და სროლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში. დღეს მთელი დღის განმავლობაში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში, სროლისა და აფეთქების ხმა ისმის. რამდენიმე აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ე. წ. საზღვრიდან საკმაოდ მოშორებით, სოფელ ძევერაშიც იგრძნობოდა.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სროლისა და აფეთქებების ხმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სისტემატურად ისმის, თუმცა ბოლო პერიოდში, საოკუპაციო ჯარის სწავლების ინტენსივობა, საგრძნობლად გაზრდილია.
უკანონო სამხედრო წვრთნების მიმდინარეობს ადასტურებენ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში, უწყებაში განმარტავენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის საოკუპაციო ნაწილები პერმანენტულად ატარებენ უკანონო სამხედრო წვრთნებს, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას.
Geotimes.ge. …………… NATO-ს ქმედებები, მათ შორის სამხედრო სწავლებების ინტენსიურობა და მასში საქართველოსა და უკრაინის ჩართულობა, იძულებულს ხდის რუსეთს, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საპასუხო ზომები მიიღოს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. მისი თქმით NATO-ს სამხედრო პოტენციალის გაზრდა არღვევს მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების სისტემას.

“ორჯერ გაიზარდა NATO-ს სწავლების მასშტაბები და ინტენსიურობა, რომელშიც უფრო აქტიურად მონაწილეობენ NATO-ს არაწევრი ქვეყნები უკრაინა და საქართველო. ამგვარი ქმედება არღვევს მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების სისტემას”, გრძელდება ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებში NATO-ს ბაზირების სისტემის განვითარება და ამგვარ ვითარებაში ჩვენ იძულებულნი ვართ, ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ”, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა
nevpost.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.