28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – დილა დასვენებას, გამოძინებას დაუთმეთ. კარგი დღეა მეგობრების მოსანახულებლად.

კურო – ეცადეთ, მაქსიმალურად პირნათელი იყოთ გარშემო მყოფების მიმართ. შემთხვევით თუ განზრახ არ შეიყვანოთ შეცდომაში.

ტყუპი – უნდა ილაპარაკოთ იმ საკითხეზე, რაც გაწუხებთ და იმ ადამიანთან, ვინც მოგისმენთ და დაგეხმარებათ.

კირჩხიბი – დაისვენეთ და მშვიდად გაერკვიეთ იმ სიტუაციაში, რაც მოსვენებას გიკარგავთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ლომი – დააკვირდით დეტალებს. დაუფიქრებელმა ქმედებამ შეიძლება სირთულეები შეგიქმნათ. სხვა დღისთვის გადადეთ ფინანსური საკითხების მოგვარება.

ქალწული – თუ ვერ ახერხებთ დაივიწყოთ წარსულის წყენა ან პრობლემა, ხაზი გადაუსვით მას. ცოტა ხანში ახალი ცხოვრება დაგეწყებათ ძველი უსიამოვნებებისგან უნდა გათავისუფლდეთ.

სასწორი – ფულზე ფიქრის გამო მეგობრებიც დაივიწყეთ და ოჯახისწევრებიც. ეცადეთ, დღეს გამოასწოროთ სიტუაცია და მთელი დღე მათთან ერთდ გაატარეთ.

მორიელი – თუ ახლობელმა თქვენი საიდუმლოს შესახებ გაიგო, მოემზადეთ ჭკუის დარიგებისთვის. თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ კრიტიკაშიც შეიძლება იყოს სიბრძნე.

მშვილდოსანი – სასიამოვნო გარემოში, სასიამოვნო ადამიანებთან გელით დღის გატარება. დაისვენეთ და პოზიტივით დაიმუხტეთ.

თხის რქა – უმჯობესია, ეს დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ. დაფიქრდეთ, რა გიშლით ხელს წარმატების, ბედნიერების მიღწევაში და გამონახოთ გზები მათ მოსაშორებლად.

მერწყული – დღეს მაინც გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად, მხიარულებისათვის. მაქსიმალურად მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან.

თევზები – მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ, დრო სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ. კარგი დღეა ქალაქგარეთ პიკნიკის მოსაწყობად.