თვის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის – “მოულოდენლი და სასიამოვნო მომენტებით აღსავსე აპრილი გელით”

აპ­რილ­ში თქვენ­თვის უც­ნა­უ­რად მოქ­ცე­ვით ანუ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის გვერ­დზე გა­და­დებთ და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბით და­კავ­დე­ბით. ეს კარ­გი თვეა, რათა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან. აპ­რი­ლი საქ­მი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ე­ბი­სა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბის თვეა. ეცა­დეთ, არ მი­ა­ტო­ვოთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი შუა გზა­ზე, ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ე­წე­როს სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე. ფუ­ლის და­ბან­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ დაკ­ვირ­ვე­ბას სა­ჭი­რო­ებს. კონ­კუ­რენ­ტე­ბი ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ელი­ან, რო­დის და­გიც­დე­ბათ ფეხი, რომ გა­და­გი­ა­რონ.

თუ გრძნო­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გსურთ, სა­კუ­თარ თავს და სი­ა­მა­ყეს ხში­რად უნდა გა­და­ა­ბი­ჯოთ. ეცა­დეთ, ნაკ­ლე­ბად გა­აკ­რი­ტი­კოთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი. სა­კუ­თა­რი თავი კი იდე­ა­ლუ­რი ნუ გგო­ნი­ათ. თუ ნა­თე­სა­ვი ჭკვი­ა­ნურ რა­მეს გირ­ჩევთ, ყური და­უგ­დეთ. გა­იხ­სე­ნეთ ძვე­ლი იდე­ე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­გიჩ­ნდეთ. ნაკ­ლე­ბად მომ­თხოვ­ნი უნდა იყოთ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის და მე­ტად – სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ. ლო­ი­ა­ლუ­რად შეხ­ვდით უფ­რო­სის მო­თხოვ­ნებს.

  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

ჩა­ი­წე­რეთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე და შეხ­ვედ­რა (ონა­ლი­ნიც კი), რო­მე­ლიც აპ­რილ­ში გაქვთ და­გე­გე­მი­ლი, რად­გან უამ­რა­ვი საქ­მის გამო შე­იძ­ლე­ბა გო­ნე­ბა გა­გებ­ნათ და რა­ღაც გა­მოგრჩეთ.

ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მი­ა­ტო­ვოს ძვე­ლი სამ­სა­ხუ­რი, ზოგ­მა სხვა ქვე­ყა­ნა­ში, ქა­ლაქ­ში გა­და­წყვი­ტოს სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა, ზოგ­მაც მის­თვის სარ­ფი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მოს. იმი­სათ­ვის, რომ პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბით აღ­სავ­სე თვე გქონ­დეთ, კომ­პრო­მი­სი და საღი აზრი ხში­რად უნდა მო­იხ­მოთ. რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­რეთ იუ­რის­ტთან. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ შე­მოქმდე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. სხვა­თა შო­რის, სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა შე­გიძ­ლი­ათ მო­ა­წყოთ.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

მო­უ­ლო­დენ­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტე­ბით აღ­სავ­სე აპ­რი­ლი გე­ლით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­რეგ­ნუ­ლად ცივი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებთ, ში­ნა­გა­ნი ვნე­ბა და ემო­ცი­ე­ბი ბო­ბოქ­რობს და სა­სურ­ვე­ლია, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ მე­ტად გახ­სნი­ლი იყოთ. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით. შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბათ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც ადრე ყუ­რა­დღე­ბას არც კი აქ­ცევ­დით და გა­ირ­კვე­ვი­ოთ, რომ მას ფა­რუ­ლად უყ­ვარ­დით.

და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა უნდა გა­მო­ნა­ხოთ დრო სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­თვის. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შვი­ლებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ისი­ნი თი­ნე­ი­ჯე­რულ ასაკ­ში არი­ან. ნუ და­ი­შუ­რებთ ნურც დროს და ნურც ენერ­გი­ა­სა და ფან­ტა­ზი­ას, რომ მათ გვერ­დით დრო ში­ნა­არ­სი­ა­ნად გა­ა­ტა­როთ.

  • ჯან­მრთე­ლო­ბა

თავი შე­ი­კა­ვეთ ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბის­გან. და­კავ­დით ფი­ზკულ­ტუ­რით, ეს მეტ ენერ­გი­ას შეგ­მა­ტებთ. აგ­რეთ­ვე, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ იოგა და არო­მა­ტუ­ლი აბა­ზა­ნე­ბი. მთვა­რის კლე­ბის პე­რი­ოდ­ში, ში­ნა­უ­რუ­ლი მე­თო­დე­ბით, გა­იწ­მინ­დით სა­ხის კანი. ეს ეხე­ბა ასა­კი­ან ადა­მი­ა­ნებ­საც და ახალ­გაზ­რდებ­საც.

­ მარ­ტის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 6, 14, 22, 28

­ მარ­ტის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 8, 16, 20

https://www.ambebi.ge/

კომენტარები ფეისბუქიდან