დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველო ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით ავადობის პიკშია.
„აპრილის ბოლო კვირა, მაისის დასაწყისი ყველა გათვლებით ავადობის პიკი უნდა ყოფილიყო. ბოდიში მათთან, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით და არის ათეულობით შემთხვევა. კი, წესით, ჩვენთან ახლა პიკია და ჩვენი ამოცანაა, ეს პიკი ასე ვთქვათ, პლატოდონეზე დავიჭიროთ და როგორც ერთმა ჩემმა კოლეგამ თქვა, არ იყოს ჯომოლუნგმა და იყოს გორაკი“,– განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, ინფიცირებულთა მატება იმაზე მიუითებს, რომ დაახლოებით, 10 დღის წინ მოქალაქეები არ იცავდნენ რეკომენდაციებს:
„სამწუხაროდ, ის, რომ ჩვენ გვაქვს შემთხვევების მატება და მატება იქ, სადაც ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10 დღის – 1 კვირის წინ არ იყო რეკომენდაციები, მათ შორის ადგილი ჰქონდა საფლავებზე გასვლასაც და დღესასწაულების აღნიშნვას სუფრებზე, ვიმკით იმ შედეგს, რაც გვაქვს“.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი