2 მაისიდან საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი!

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-5 მაისს, საქართველოში “სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი”, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსი იქნება.

თბილისში 2 – 5 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურას +22 +25 გრადუსს პროგნოზირებენ.