მსოფლიო, შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიის მეორე და მესამე ტალღის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ გერმანიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული სააგენტოს, რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ლოთარ ვილერმა განაცხადა.
„მე ამას ვაცხადებ ექსპერტებზე დაყრდნობით, მათ დაადასტურეს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის მეორე და მესამე ტალღა იქნება”,- აღნიშნა ინფექციონისტმა.
როგორც მან განაცხადა, გერმანიის ჯანდაცვის სისტემა ინფექციის შემდეგი ტალღების შესაძლო განვითარებისათვის მზად არის.
„ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ამისთვის. ექიმებმა ახლა იციან თუ როგორ გამოიკვლიონ და უმკურნალონ პაციენტებს. ჩვენ გვაქვს საუკეთესო სამკურნალო რეაგენტები”,- განაცხადა ლოთარ ვილერმა.
მისი თქმით, ქვეყანაში 130– ზე მეტ ლაბორატორიას დღეში 140 000-ზე მეტი კველევის ჩატარება შეუძლია.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი