6 მაისს ველით პრეზიდენტის ბრძანებას მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დანიშვნის შესახებ – ამბობს უკრაინელი ჟურნალისტი და გამოცემა „ცენზორ.ნეტ-ის“ მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი.
„6 მაისს ველით პრეზიდენტის ბრძანებას მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დანიშვნის შესახებ. საბჭოს თავმჯდომარე თავად პრეზიდენტია. ამასთან ერთად, პრეზიდენტი გაზრდის სააკაშვილის უფლებამოსილებას – იგი მიიღებს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს მინისტრთა კაბინეტის სხდომებში.
საინტერესოა, რომ ზელენსკიმ მიიღო ეს გადაწყვეტილება პრორუსული საშუალებების მიერ უკრაინაში განხორციელებული ძლიერი შეტევის და რუსული პროპაგანდის მთელი ძალისხმევის მიუხედავად. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია – თანამდებობაზე, თუნდაც სიმბოლურზე, პუტინის პირადი მტრის დანიშვნა. დიპლომატიური თვალთახედვიდან, ეს მიმანიშნებელი სვლაა. ამასთან ერთად, ზელენსკიმ აღიარა, რომ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინა არ აღიარებს. საქართველოს ხელმძღვანელობის დემარში ზელენსკიმ უყურადღებოდ დატოვა”, – წერს ბუტოსოვი.
ბუტოსოვი ის ჟურნალისტია, რომელმაც პირვემა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილს ვიცე-პრემიერად არ დანიშნავდნენ.
გამოცემა ცენზორ.ნეტი
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი