„მე მისნაირი პოლიტიკოსი არ მინახავს, რეიგანი და ეგ“- ვახტანგ კიკაბიძე

“მე მისნაირი პოლიტიკოსი არ მინახავს, რეიგანი და ეგ.მე ძალიან გამეხარდა.”- განაცხადა მომღერალმა, მსახიობმა ბუბა კიკაბიძემ “მთავარ აქცენტებში, ნიკა გვარამიასთან.

“ახლა 2 საათი მესაუბრებოდნენ უკრაინიდან, კარგი ტანდემია, ზელინსკის კარგად ვიცნობ და მიშას დანიშვნა სიკეთის მეტს მათ არაფერს მოუტანს. ჩვენ უნდა ვამაყოფდეთ მიშას წარმატებით, ახალგაზრდები არიან, ერთად ბევრ კარგ საქმეს მოიფიქრებენ და გააკეთებენ.საქართველო ძალიან დააზარალა მთავრობის წერილმა, რომელიც უკრაინის პარლამენტში გააგზავნეს. მაგრამ იქ იციან რომ ქართველი, საღად მოაზროვნე ხალხი სხვანაირად ფიქრობენ.

ეს ვეებერთელა ქვეყანაა, ოლიგარქები ბევრია იქ. ჩვენთან სულ საუბრებია ოლიგარქმა ხე ამოთხარა, ეს მიიღთვისა და იქ კიდე რამდენია. მიშას თუ მისცეს გასაქანი ყველაფერს გააკეთებს, მე მისნაირი პოლიტიკოსი არ მინახავს, რეიგანი და ეგ.მე ძალიან გამეხარდა.”- განაცხადა კიკაბიძემ.