სენაკელი ნიჭიერი ქალბატონი: მაია ხვიჩია ჯილდოვდება Business Persona 2021-ის ტიტულით!

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს ულამაზესს დაბა ანაკლიაში, პროექტის მხარდამჭერია ზუგდიდის მერია, ხოლო მასპინძელია ანაკლია ფეშენ ვიკი. დაჯილდოვება გაიმართება აგვისტოს ბოლოს. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს შარმი 2021“ ჯილდოვდება: სენაკელი წარმატებული და საქმიანი ქალბატონი, ექიმი-სტომატოლოგი: მაია ხვიჩია, ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ელეგანტურ ლედის ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი შრომისმოყვარეობით, სათნოებით, საკუთარი პროფესიის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს.

ქალბატონი მაია, დაოჯახებულია, ჰყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, პატარა 4 წლის პრინცესა და მზრუნველი მეუღლე, რომელიც მხარს უჭერს თავის მეორე ნახევარს და ეხმარება წარმატების მიღწევაში. მეოჯახე ქალის ამპლუის მიუხედავად, იგი მაინც ახერხებს იყოს ელეგანტური და შარმიანი ბიზნეს ლედი და მოსიყვარულე მშობელი.

მაია გახლავთ, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის სააკორდინაციო საბჭოს წევრი და ასევე სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელი.

გთავაზობთ ელეგანტური ექიმ-სტომატოლოგის ინტერვიუს ვრცელ ჩანაწერს, სულ მალე განვათავსებთ ქალბატონ მაიასთან ვიდეო ინტერვიუს.

მაია ხვიჩია: “საკუთარი სტომატოლოგიური კაბინეტი: ინდ. მეწარმე ხვიჩია მაიას სტომატოლოგიური კაბინეტი 2010 გავხსენი და აქედან დაიწყო ყველაფერი, გამორჩეული განწყობა მეუფლება, როდესაც უკვე მიწევს ჩემი კლინიკის შესახებ საუბარი, სულ რაღაც თერთმეტი წლის წინ დავაარსეთ მე და ჩემმა მეუღლემ: ბიძინა ჭითანავამ. რომელიც ასევე პროფესიით სტომატოლოგია. სწორედ ჩემმა მეუღლემ მომცა შანსი გავმხდარიყავი პატარა სტომატოლოგიური კლინიკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ამ წლების მანძილზე კლინიკამ მოგვცა გამოცდილება, ყველანაირად ვცდილობდით მცირე, თუ დიდი დანაზოგით მის გაფართოვებაზე გვეზრუნა და ჩვენნმა მონდომებამ შედეგი გამოიღო, დღეს საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკაც გვაქვს და ერთგული პაციენტებიც, რომლებსაც დაუღალავად და მზრუნველი ღიმილით ვემსახურებით.

რაც შეეხება ჩემ რჩევას, თუ როგორ მიაღწიონ წარმატებას, ზოგადად გეტყვით, რომ ადამიანი თავის ცხოვრებას თვითონ სძენს ფერს, სურნელს, გემოს და მელოდიურობას. მრავალ სიტუაციასა თუ ურთიერთობაში შეიძლება აღმოვაჩინოთ ისეთი რამ, რაც სიხარულს გვანიჭებს.
ამისათვის საჭიროა შეიყვაროთ საკუთარი ცხოვრება, დააფასოთ რეალობა, რომელშიც იმყოფებით, თუ ვისწავლით იმის დაფასებას, რაც უკვე გვაქვს, მაშინ გაგვიჩნდება უფრო მეტის მიღების და მიღწევის ალბათობა. სირთულეები თანმდევი პროცესია, თუმცა სხვანაირად წარმოუდგენელია. ცოტა მეტად კონცენტრირება პოზიტიურზე, სასიკეთოზე და სასიხარულოზე და ღვთის წყალობით ყველაფერი გამოგივათ, მთავარია არასდროს დანებდეთ და ბევრი იშრომოთ, შეიყვარეთ ის საქმე, რასაც აკეთებთ და წარმატებაც არ დააყოვნებს.”

კომენტარები ფეისბუქიდან