მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2021-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.
მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს ულამაზესს დაბა ანაკლიაში, პროექტის მხარდამჭერია ზუგდიდის მერია, ხოლო მასპინძელია ანაკლია ფეშენ ვიკი. დაჯილდოვება გაიმართება აგვისტოს ბოლოს. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).
გაცნობებთ, რომ ნომინაცია „სანდო ბიზნეს მედ-ბრენდი 2021“ ჯილდოვდება: სტომატოლოგიური კაბინეტის ფუძემდებელი ბატონი: თენგო ზედანია. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ბატონ თენგოს ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ წარმატებულ ბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი საკუთარ პაციენტებზე მაღალი პროფესიონალური შემართებით ზრუნავს და პირნათლად ასრულებენ მასსზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამიტომ ნამდვილად იმსახურებს ამ მორიგ ჯილდოს. გთავაზობთ ბატონ თენგიზ ზედანიასთან ვრცელ ინტერვიუს.
თენგო ზედანია:
“თენგიზ ნოდარის ძე ზედანია დავიბადე დ. ჩხოროწყუში, წარჩინებით დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ( შრომის წითელი ორდენისანი, ასე ერქვა იმ დროს) ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდში ვმუშაობდი თბილისის სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელ ბრიგადაში ექთნის პოზიციაზე, (სადაც მივიღე დიდი გამოცდილება), ინტერნატურის დასრულების შემდეგ ვმუშაობდი ჩხოროწყუს ამბულატორიულ პოლიკლინიკურ გაერთიანებაში ექიმ სტომატოლოგად, ამავე პოლიკლინიკაში ათი წელი ვიყავი დირექტორის მოადგილე.(შემდგომ გაერთიანება დაიშალა, სტაციონარი და პოლიკლინიკა გაერთიანდა. 2012 წელს გავხდი ი/მეწარმე და ხელი მივყავი კერძო პრაქტიკას, ამჟამად ვფლობ საკუთარ სტომატოლოგიურ კაბინეტს, ორი სავარძლით, სადაც ტარდება თერაპიული, ქირურგიული და ორთოპედიული მომსახურება. ხელშეკრულებით მყავს ორი ექიმი და ერთი მედდა. ვარ დაოჯახებული, მეუღლე სპეციალობით ეკონომისტი და ორი ქალიშვილი. აქტიურ მონაწილეობას ვღებულობ ჩვენი რაიონის კულტურულ, სულიერ და პოლიტიკურ საქმიანობაში.
რაც შეეხება ჩემ რჩევას, დავიწყოთ იქიდან, რომ სულაც არ ვთვლი თავს სხვაზე უკეთესად და ზეაღმატებულად, როგორც ასეთი წარმატების ფორმულა და რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ მაინც გეტყვით, პირველ რიგში ძალიან უნდა გიყვარდეს შენი საქმე, ანუ პროფესია, უნდა იყო მაქსიმალისტი, მშრომელი, ყოველდღე უნდა მუშაობდე შენს თავზე და იზრდებოდე, როგორც სპეციალისტი და როგორც ადამიანი. განსაკუთრებით ჩვენს პროფესიაში ეს აუცილებელი პირობაა, ექიმობა არაა იოლი საქმე… ყოველთვის უნდა იკითხო, მოიძიო სიახლეები, დანერგო ინოვაციები და ფეხი აუწყო სინათლის სიჩქარით მიმავალ მეცნიერებას. უნდა იყო ლიდერიც და მიმტევებელიც. ადამიანის გასაჭირი და სულიერი მდგომარეობა უნდა გაითავისო ზომიერების ფარგლებში, ზედმეტი სენტინენტები მავნებელია, როგორც პაციენტისთვის ასევე ექიმისთვის. ასე, რომ წარმატების მიღწევა რთულია, თუმცა თუ მუხლჩაუხრელად იშრომებთ აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზანს.”