ბავშვების აცრაზე საუბარი – უკიდურესი მზაკვრობაა.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე ”ოცნების” პოლიტიკურ ხელმძღვანელებს მიმართავს.

”ოცნების” პოლიტიკური ხელმძღვანელების საყუარდღებოდ (თუ ასეთები საერთოდ არსებობენ, რაც ძალზე საეჭვოა), ამდენად, უპრიანია, პირდაპირ ”ოცნების” დამფუძნებელსა და მის თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილზე მ ი მ არ თ ვ ა:

პოლიტიკაში მყოფ კაცს ელემენტარული პოლიტიკური ალღო გონიერებისკენ უბიძგებს (ცოტათი მაინც!), თუმცა ეს, უკანასკნელი 30 წელია, დამახასიათებელი არ არის ქართველი ე.წ. ”პოლიტიკური ლიდერებისათვის” – ისინი გონებისა და პოლიტიკური გონიერების გარეთ მოქმედებენ.

ზუსტად იგივე ხდება ახლაც, პანდემიასთან დაკავშირებით.

ყოვლად დისკრედიტირებული, ამაზრზენი და უტიფარი თითქოსდა ექიმები და

”პროფესიონალები” დომინირებენ სატელევიზიო სივრცეში და ტოტალიტარულ ძალმომრეობას რომ შეშურდება, დიდი ენერგიითა და ფარული მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, აგრძელებენ მოსახლეობის ტერორს.

უსახო და უპასუხისმგებლო, ინტერესთა კონფლიქტის პირობებში მოქმედი აღვირახსნილი დემაგოგი გამყრელიძე. საცოდავი, მსახური და უაღრესად ლაბილური ხასიათის იმნაძე, შეიძლება კარგი ექიმი, მაგრამ უსუსტესი მოქალაქე და პროპაგანდის მსხვერპლი და მისი თაობის მენტალობიდან გამოუსვლელი ცერცვაძე რაც უფრო მალე ჩამოშორდებიან სატელევიზო ეკრანს და შეწყვეტენ დემაგოგიას, მით უკეთესი ყველასთვის!

საქართველოში საკმარისად მაღალი დონის ექიმები არიან, არც წესიერება აკლიათ, 2-3 კაცის შეჩევა და პოვნა ასეთი საჯარო საქმისათის ძნელი სულაც არ არის, რომლებიც აქცენტს პროფესიულ ლექსიკაზე და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე გააკეთებენ და არა დემაგოგიაზე, შანტაჟსა და ძალმომრეობაზე.

ბავშვების აცრაზე საუბარი – უკიდურესი მზაკვრობაა, მით უფრო, არაფერი ჯერ საბოლოოდ დადგენილი არ არის, – არც დაავდების თაობაზე, და მით უფრო, არც ვაქცინების ვარგისიანობაზე! ამიტომ გასაკვირია თქვენი საქციელი!

არჩევნების მოგება გნებავთ და გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძეს ეყრდნობით? ე.ი ხალხის განწყობა არ განაღვლებთ და ტერორით გსურთ მიზნის მიღწევა! დროებით ესეც შეიძლება, მაგრამ ეს ცუდად თავდება, როგორც წესი!“- წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დემურ გიორხელიძე.

კომენტარები ფეისბუქიდან