268 ადამიანი გადავარჩინე!!! არ დაუჯეროთ, როცა გეუბნებიან, ანტიბიოტიკი არ მიიღოთო! – ექიმი მარინა ღუღუნიშვილი

– “მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ექიმად ვმუშაობ, ონლაინ კლინიკაში შარშან 3 თვეში 268 ადამიანი გამოვაჯანმრთელე აზიმაკით, “დ” ვიტამინით და 2 ლიტრანდე სითხის მიღების დანიშვნით!
ვინც არ დამიჯერა და მითხრა – ტელევიზორში აცხადებენ, ანტიბიოტიკი არ მიიღოო და როგორ დავლიოთო – მოხვდნენ ასეთები საავადმყოფოში. იქ 2 კვირა უსხეს რა – არ ვიცი და, 2 კვირის თავზე საავადმყოფოში გარდაიცვალნენ!
ყველას, ვინც კითხულობს ჩემს პოსტებს, არ დაუჯეროთ, რომ გეუბნებიან ანტიბიოტიკი არ მიიღოთო!
როდესაც 4 დღე გრძელდება მაღალი სიცხეები და აუტანელი ხველა, უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი და, თუ ბაქტერიული ფონი წამოსულია, აუცილებლად უნდა იქნას დანიშნული აზიმაკი, უფროსებში – 500 მ/გრამი დღეში 1 ჯერ, 3, მაქსიმუმ, 5 დღის განმავლობაში, მდგომარეობის და მიხედვით.
მე ისე, 5 დღე ვნიშნავდი, როცა 268 ადამიანი გამოვაჯანმრთელე.
მათი ტელეფონის ნომრებიც მაქვს და სახელი და გვარიც მიწერია.
ასე, რომ თუ მაღალი სიცხეები გექნებათ და შემაწუხებელი ხველა დაგეწყოთ კოვიდის დროს – აზიმაკი!
ჩვეულებრივი ვირუსიც, რომელიც არ უნდა იყოს – თუ გართულდება და ანტიბიოტიკებით არ უმკურნალებენ, ის აუცილებლად დაამძიმებს პაციენტს და სიკვდილის პირას მიიყვანს.
შარშან ვმუშაობდით ექიმთა ჯგუფი ონლაინ კლინიკაში და იყო 6000 შემთხვევა დღეში და ჩვენ ყველანი, ექიმები, ჩუმად ვუნიშნავდით პაციენტებს აზიმაკს, რადგან ზემოდან დავალება გვქონდა, რომ ანტიბიოტიკი არ დაგვენიშნა!
მაგრამ ჩვენ ყველანი ვუნიშნავდით აზიმაკს და 6000 შემთხვევიდან მხოლოდ 15 მდე იყო სიკვდილიანობა, შემდეგ შეზღუდვების გამო შემცირდა პაციენტების რაოდენობა და ექიმთა ჯგუფი მთლიანად ჩაგვხსნეს!
ვიხვეწები: უკან დამაბრუნეთ მეთქი და არაფრით არ მაბრუნებენ – შენ ანტიბიოტიკს ნიშნავდიო! – მერე და ვინ დავაზიანე მაგით, მოვარჩინე ამდენი ხალხი და დღემდე ვშველი ყველას ჩემს ირგვლივ, ყველა კოვიდიანი ჩემს ირგვლივ ჩემი დანიშნულებით მორჩა, მასწავლებლებიც და მეზობლებიც!
ვცდილობ უკან დავიბრუნო თავი იმ ონლაინ კლინიკაში და კიდე რამდენ ადამიანს გადავარჩენ, მაგრამ სამწუხაროდ, არც ჩემდამი გადმოცემული სიგელი ჭრის და არც ჩემი ზარები, ჯერ არ მეხმიანებიან, რატომღაც.”
– წერს ექიმი მარინა ღუღუნიშვილი.