ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ოფიციალურ მოსკოვს ფინეთთან და შვედეთთან პრობლემა არ აქვს, აქედან გამომდინარე, კრემლის ლიდერის განმარტებით, მათი ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა საპასუხო რეაქციას მაინც იწვევს.

„რაც შეეხება გაფართოებას, მათ შორის, ალიანსის ახალი წევრების ხარჯზე – ფინეთისა და შვედეთის, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ რუსეთს ამ სახელმწიფოებთან პრობლემა არ აქვს და ამიტომ ამ კონტექსტში, უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება. მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება.

საერთოდაც პრობლემა ცარიელ ადგილზე იქმნება, ამაზე შესაბამის რეაგირებას ვიქონიებთ“,- განაცხადა პუტინმა.