ალყაში მოქცეული „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი სამხედროები ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს.

ალტ-ინფოს“ გადაცემა „ალტერნატიული ხედვა“

ალყაში მოქცეული „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი სამხედროები ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს.

კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი, ზურაბ მახარაძე:
-„საუბარი იმაზე, რომ რამდენიმე სამხედრო გამოვიდა თეთრი დროშით და მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ეს ინფორმაცია გავრცელდა დილის პერიოდში. მთელი დღის განმავლობაში რუსული მხარე ავრცელებდა განცხადებებს, რომ მოხდებოდა გარკვეული ტიპის ღონისძიება. რუსული მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ 53 აზოველი ჩაბარდა ტყვედ, რომლებიც არიან დაჭრილები, გავრცელდა უკვე ამისი ამსახველი ვიდეოკადრები.
ეს არ არის ის მოვლენები, რაზეც ზელენსკი საუბრობდა, ანუ ე.წ. ევაკუაცია. ევაკუაცია იქნებოდა, რომ მომხდარიყო ამ მებრძოლების გაყვანა ან უკრაინელების კონტროლირებად ტერიტორიაზე ან სადმე მესამე ქვეყანაში, როგორც ეს მათ უნდოდათ, მაგალითად, თურქეთის ტერიტორიაზე, ეს იქნებოდა ევაკუაცია. ამ შემთხვევაში არის ტყვედ ჩაბარება…“