ჯო ბაიდენი მზად არ არის უკრაინისთვის 300 კმ–ზე მოქმედი რაკეტების გადასაცემად ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის, რადგან ცდილობს, თავიდან აიცილოს მესამე მსოფლიო ომი.

აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზად არ არის უკრაინისთვის 300 კმ–ზე მოქმედი რაკეტების გადასაცემად ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის, რადგან ცდილობს, თავიდან აიცილოს მესამე მსოფლიო ომი. _ განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში _ ჯეიკ სალივანმა.

აშშ-მა უკრაინას 12 HIMARS-ი გადასცა და კიდევ 4-ის გადაცემის შესახებ განაცხადა, მაგრამ თავს იკავებს შორს მოქმედი ATACMS-ის რაკეტების გადაცემისგან, რადგან ამან, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვიოს~.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 ივლისს განაცხადა, რომ მაღალი სიზუსტის იარაღით განადგურებულია უკრაინისთვის გადაცემული ამერიკული HIMARS-ის სისტემის 4 გამშვები დანადგარი. Geworld.ge.