სასტუმრო „პალიასტომი“ და მისი მფლობელი ლევან ბართია ჯილდოვდება ბიზნეს პერსონა 2022-ის პრესტიჟული ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2022-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ფოთში, პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია ფოთის მერია, დაჯილდოვება გაიმართება სექტემბრის ბოლოს. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები). 

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს ექსპერტი 2022“ ჯილდოვდება: ფოთელი წარმატებული და საქმიანი ადამიანი: ლევან ბართაია, რომელიც გახლავთ ფოთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასტუმროს: “პალიასტომი”ს მფლობელი და ფოთის საპატიო მოქალაქე, ყველასათვის პატივსაცემი ბატონი ვალიკო ბართიას შვილი და ღირსეული მემკვიდრე, ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ბატონ ლევანს ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ადამიანს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი შემართებითა და შრომისმოყვარეობით, მოყვასზე და საკუთარ თანამშრომლებზე ზრუნვით, საკუთარი საქმის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს.

სასტუმრო პალიასტომი გთავაზობთ:

ფოთში, ზამბახიძის 5 ნომერში, მდინარე კაპარჭინასა და პალიასტომის ტბის პირას მდებარეობს სასტუმრო პალიასტომი. სასტუმროდან ხუთი წუთის სავალზე არის მაგნიტური ქვიშით გამორჩეული მალთაყვის სანაპირო, რომელსაც უნიკალური, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებები გააჩნია.

სასტუმრო პალიასტომს აქვს დიდი და მყუდრო გარე სივრცე, სადაც განთავსებულია ორი მინი სკვერი, ორი ფანჩატური, მინი სტადიონი, ფრენბურთის ბადით და რკინის სავარჯიშო კონსტრუქციები. ეზოში ასევე გაშენებულია ხეხილი: ვაშლი, ატამი, ფეიხოა, ლიმონი, მანდარინი და ა. შ.

სასტუმროში არის 29 ნომერი, რომელთა ფასიც 40-120ლ-მდე მერყეობს. სასტუმროს გააჩნია სასადილო დარბაზი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ სასტუმროს პროფესიონალ შეფმზარეულს მისცენ სასურველი კერძის შეკვეთა და ოჯახურ გარემოში დააგემოვნონ, უგემრიელესი მეგრულ-ქართული სამზარეულო, რაც მთავარია ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი პროდუქტები მიირთვან. რაც შეეხება მომსახურე პერსონალს, მოგემსახურებათ ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე.

სასტუმროს ახლო მამავალში დაემატება: საცურაო აუზი, საუნა და სატრენაჟორო დარბაზი.

მაშ ასე, სასტუმრო „პალიასტომი“ მაქსიმალურად ზრუნავს საკუთარი, ერთგული დამსვენებლების ინტერესსზე და გიქმნით მყუდრო და კომფორტულ გარემოს. ყველა მსურველს შეგიძლიათ ხელმისაწვდომ ფასებში დაჯავშნოთ სასურველი ნომრები და დაუვიწყარი დასვენება მოიწყოთ პალიასტომის ტბისა და შავი ზღვის ჰაერით მდიდარ სანაპიროზე.

დაგვიკავშირდით: 0493 27 82 02; 591-418-978; 555-15-97-75