ლუდის სახლი ფოთში ჯილდოვდება ბიზნეს პერსონა 2022-ის პრესტიჟული ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2022-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ფოთში, პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია ფოთის მერია, დაჯილდოვება გაიმართება სექტემბრის ბოლოს. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები). 

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს მენეჯერი 2022“ ჯილდოვდება: ფოთელი წარმატებული და საქმიანი ადამიანი: ნიკა პაპასხუა, რომელიც გახლავთ ფოთში პრესტიჟული ლუდის სახლის მენეჯერი. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ბატონ ნიკას ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ, ენერგიულ ახალგაზრდა ადამიანს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი შემართებითა და შრომისმოყვარეობით, საკუთარი საქმის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს.

გთავაზობთ ნიკა პაპასხუასთან ვიდეო-ინტერვიუს: