წარმატებული ექიმი-კოსმეტოლოგი: ვიქტორია გლუშკოვა ფოთიდან ჯილდოვდება ბიზნეს პერსონა 2022-ის პრესტიჟული ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2022-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ფოთში, პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია ფოთის მერია, დაჯილდოვება გაიმართება სექტემბრის ბოლოს. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები). 

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს ექსპერტი 2022“ ჯილდოვდება: ფოთელი წარმატებული და საქმიანი ქალბატონი: ვიქტორია გლუშკოვა, რომელიც გახლავთ სერთიფიცირებული ექიმი კოსმეტოლოგი, თორმეტწლიანი პროფესიული გამოცდილებით ფოთში. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ქალბატონ ვიქტორიას ამ მორიგ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ადამიანს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი შემართებითა და შრომისმოყვარეობით, საკუთარი საქმის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს.

გთავაზობთ ქალბატონ ვიქტორია გლუშკოვასთან ვიდეო-ინტერვიუს: