მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2022-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.
მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ფოთში, პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია ფოთის მერია, დაჯილდოვება გაიმართება ოქტომბრის დასაწყისში. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).
გაცნობებთ, რომ ნომინაცია „წარმატებული ბიზნეს ქველმოქმედი ოჯახი 2022“ ჯილდოვდება: ფოთელი წარმატებული და საქმიანი ქალბატონი: ნინო ჭანტურია, რომელიც გახლავთ ექიმი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასევე ქალბატონ ნინოს აქვს მრავალი რეგალია: პროფესორი. ქ. ფოთის ევექსის ჰოსპიტალის პედიატრიული დეპარტამენტის, ემერჯენსის მიმართულების ხელმძღვანელი. ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ინფექციური კონტროლის ხელმძღვანელი, კლინიკის სოც.მუშაკი. კლ. ლაზიკამედის პედიატრი. საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრი და რეს. ასოციაციის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, 2005 წლიდან. საქ-ს პედიატრთა აკადემიის წევრი. ალერგოგია-იმუნოლოგიის ასოც. წევრი. საქველმოქმედო ფონდი ,,ევექსელის” წევრი.
2005წ. საკანდიდატო დისერტაცია- მედ. მეცნ. კანდიდატის წოდება.
2006წ. მედ. მეც. დოქტორის წოდება.
2019წ. პედიატრიის ემერჯენსის ასოსიაციის წევრი.
2013წ. დაჯილდოვდა საქ. რესპ. საერთაშორისო კონგრესზე უმაღლესი ხარისხის სერთიფიკატით.
2019წ. ამიერკავკადიის ექიმთა ლიგა- დაჯილდოვდა სიგელით ნომინაციაში ,,საიმედო პარტნიორი”
2019 წ-დან სტომატოლოგიური კლინიკა “გლობალ დენტის” დამფუძნებელი ქ. თბილისში, რომელსაც წარმატებით უდგას სათავეში მისი რძალი თიკო ტიკარაძე.
2012წ. სამედიცინო სფეროში ჩატარებული საქმიანობისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
2021 წელს არჩეულ იქნა ფოთის საპატიო მოქალაქედ.
ასევე ქალბატონი ნინო გახლავთ ორი წიგნის, ხუთი მონოგრაფიისა და სამოცდაათი ნაშრომის ავტორი. აგრეთვე 230 სერთიფიკატის, მათ შორის 20 არის საერთაშორისო ხარისხის.
გთავაზობთ ქალბატონ ნინო ჭანტურიასთან ინტერვიუს მცირე ჩანაწერს:
“რაც შეეხება ჩემს მისწრაფებებს: კულინარია, ქარგვა-ხატწერა. გატაცებული ვიყავი გიტარითა და ფორტეპიანოთი, რაც გიზოს ძალიან უყვარდა. თუმცა გიზოს შემდეგ აღარ ვუკრავ…😓
რაც შეეხება გიზოს, ჩემ მეუღლეს, იყო ორგზის ღირსების ორდენის კავალერი, ჟენევაში დაჯილდოვდა ოქროს ვარსკვლავით წარმატებული ბიზნესისათვის.
მეუღლე – მუდამ ჩემთანაა და მყავს ორი ვაჟი: ოთარ და თორნიკე ხარჩილავები. ორი შვილიშვილი ნინო და ერეკლე ხარჩილავები. ულამაზესი და უსაყვარლესი ქალიშვილი/რძალი/თიკო ტიკარაძე.”
ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ქალბატონ ნინოს ამ მორიგ ჯილდოს, ჩვენთვის დიდი პატივია, როდესაც ბიზნეს პერსონათი ვაჯილდოვებთ ასეთი ღირსეული და წარმატებული ოჯახის ერთგულ და საამაყო წარმომადგენელს, როგორიც გახლავთ ფოთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და წარმატებული ქალბატონი: ნინო ჭანტურია-ხარჩილავა და ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ადამიანს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი შემართებითა და შრომისმოყვარეობით, მოყვასზე და ოჯახზე ზრუნვით, უბადლო ქველმოქმედების წყურვილით და საკუთარი საქმის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ მორიგ ჯილდოს. ასევე გაცნობებთ, რომ ქალბატონ ნინოს ბავშვობასა და სტუდენტობაზე სულ მალე შეიტყობთ ჩვენი უპრეცენდენტო წიგნიდან: “50 საქმიანი და წარმატებული პერსონა”, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო ამბებს შეიტყობთ საქართველოს წარმატებულ და საქმიან რესპოდენტებზე.
გთავაზობთ ნინო ჭანტურიასთან ვიდეო ინტერვიუს ვრცელ ჩანაწერს და ასევე მის არაჩვეულებრივ და ნიჭიერ შვილიშვილთან, ნინიკო ხარჩილავასთან ვიდეო ინტერვიუს, რომელსაც ჩვენი პროექტი ბიზნეს პერსონას ფარგლებში მიენიჭა: ბიზნეს KID’S პერსონას ტიტული და დაჯილდოვდება ბებოსთან ერთად!