კაფე “მოკო” და მისი წარმომადგენელი: ია კოდუა, ფოთში ჯილდოვდება ბიზნეს პერსონა 2022-ის პრესტიჟული ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2022-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ფოთში, პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია ფოთის მერია, დაჯილდოვება გაიმართება ოქტომბრის დასაწყისში. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები). 

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს ექსპერტი 2022“ ჯილდოვდება: ფოთელი წარმატებული და საქმიანი ქალბატონი: ია კოდუა, რომელიც გახლავთ ფოთში პრესტიჟული კაფე “მოკო”-ს წარმომადგენელი. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ქალბატონ იას ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ, ენერგიულ ახალგაზრდა ადამიანს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი შემართებითა და შრომისმოყვარეობით, საკუთარი საქმის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს.

კაფე “მოკო”-ს ფოთში შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ მისამართებზე: ფარნავაზ მეფის N14; რეკვავას ქ. N16.

გთავაზობთ კაფე “მოკო”-ს წარმომადგენელ: ია კოდუასთან ვიდეო-ინტერვიუს: