არძიმბა საქართველოს ჟენევის დისკუსიების პლატფორმაზე ორმხრივი ძალის არ გამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოვუწოდებთ.

არძინბა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას გეგმავს. არძინბა ამ ნაბიჯს პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს.

საქართველოს ჟენევის დისკუსიების პლატფორმაზე ორმხრივი ძალის არ გამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოვუწოდებთ. აფხაზეთი მშვიდობის მოყვარული ქვეყანაა, ჩვენ არ ვაპირებთ არავისზე თავდასხმას. მაგრამ, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ საკუთარ სამშობლოს, ჩვენ ხალს და ჩვენს მშობლიურ მიწას“, – თქვა არძინბამ.

გარდა ამისა, არძინბამ რეგიონის მაცხოვრებლები “გააფრთხილა“, რომ მსოფლიოში გლობალური ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, რომელსაც თან ახლავს “ინფორმაციული და ეკონომიკური ზეწოლის ელემენტები და რა თქმა უნდა, სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია“. მისი თქმით, 50-ზე მეტი ქვეყანა “უკრაინელი ბანდიტებისა და ნეო–ნაცისტების” მხარეს იბრძვის.

“ეს არის კოლექტიური დასავლეთის საომარი მანქანა. უცხოელი დაქირავებული მებრძოლთა დაჯგუფებებისა და NATO-ს სტანდარტებით გაწვრთნილი სამხედრო დანაყოფების. საქართველოსთან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ქვეყნები მხარს ჩვენს მტერს დაუჭერენ“. – თქვა არძინბამ.

როგორც არძინბამ აღნიშნა, სწორედ ამის გამო, აუცილებელია ე.წ. აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნება, განვითარება და გაძლიერება. ამასთან, ინალ არძინბამ რეგიონის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მსოფლიოში გლობალური ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს „ინფორმაციის ელემენტებით, ეკონომიკური წნევით და, რა თქმა უნდა, სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციებით“. მისი თქმით, დღეს 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი “უკრაინელი ბანდიტებისა და ნეონაცისტების” მხარეს იბრძვის.

„ეს არის კოლექტიური დასავლეთის ომის მანქანა. უცხოელი დაქირავებულთა ბანდები, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სტანდარტებით გაწვრთნილი სამხედრო ნაწილები. საქართველოსთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში და ჩვენ ამას ვერ გამოვრიცხავთ, ყველა ეს ქვეყანა მხარს დაუჭერს ჩვენს მოწინააღმდეგეს“. – აღნიშნა არძინბამ

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ასევე „ჩვენს მოკავშირესთან – რუსეთის ფედერაციასთან კარგი, ძმური ურთიერთობების შენარჩუნება, განვითარება და განმტკიცება“.

„ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი ქმედებები, რომლებიც ჩაითვლება რუსეთის მიმართ არამეგობრულ დამოკიდებულებად. რუსეთი არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, ის გვაძლევს მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების კუთხით. დღეს რუსეთის ფედერაცია გლობალურ უსამართლობას დაუპირისპირდა. ეს არის ბრძოლა სიმართლისთვის, ეს არის ბრძოლა სამართლიანობისთვის. და ძალა, როგორც მოგეხსენებათ, სიმართლეა“, – დაასკვნა ინალ არძინბამ.