საქართველოს ბანკის“ თავდასხმის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსია ცოტა ხნის წინ ადვოკატებმა წინასწარ დაკავების იზოლატორში მოინახულეს.
„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რა უთხრა ადვოკატებს დაკავებულმა.
ნარსია ამბობს, რომ მის არასრულწლოვან შვილს გულის მანკი აქვს, შვილის სამკურნალოდ თანხები არ ჰქონდა.
გრიგოლ ნარსია ადვოკატებთან ამბობს, რომ, დაკავების დროს, მისი უფლებების დარღვევა მოხდა.