ევროპა ცივილიზაციას კარგავს

The Wall Street Journal–ი წერს, რომ ევროპულ კომპანიებს სულ უფრო ხშირად გადააქვთ ქარხნები აშშ–ში, რადგან ისინი ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასების მკვეთრ რყევებსა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემებს ეჯახებიან.

აშშ ამ კომპანიებს ენერგიაზე უფრო სტაბილურ ფასებსა და მნიშვნელოვან სახელმწიფო მხარდაჭერას სთავაზობს. ეს, პირველ რიგში, ფოლადის, ქიმიკატებისა და სხვა ენერგომოცულობითი პროდუქციის მწარმოებლებს ხიბლავთ.

დანიურმა საიუველირო კომპანია Pandora-მ და გერმანულმა Volkswagen-მა უკვე გამოაცხადეს აშშ-ში საქმიანობის გაფართოების შესახებ, Tesla-მ კი შეაჩერა აკუმულატორის ბატარეების წარმოების გეგმები გერმანიაში და ამერიკული საგადასახადო შეღავათების მიღების შესაძლებლობას განიხილავს.

ლუკა მაისურაძე. Geworld.ge.