რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და საავიაციო კომუნიკაციის აღდგენის შესახებ. აი, რა კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს მოვლენა.
ხალხისთვის, რა თქმა უნდა, უზარმაზარი მნიშვნელობა (ეკონომიკური, კულტურული, საყოფაცხოვრებო, ჰუმანიტარული) აქვს მიმოსვლის თავისუფლებას, მაგრამ ამის მიღმა სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი მომენტები უნდა დავინახოთ. საქართველოს მხრიდან რუსეთის სტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინება რუსეთს აიძულებს (ამ სიტყვას ხაზს ვუსვამ – რომ არ უნდოდეს, მაინც იძულებული იქნება), ჩვენი სტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინტერესები გაითვალისწინოს, ანუ საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების ამოცანა საკუთარ ამოცანებთან დააკავშიროს და დააწყვილოს. ამ რთულ პროცესში მეტი სიცხადის შეტანა მოცემულ ვითარებაში მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, მაგრამ ყველაფერში, რაც ბოლო პერიოდში მოხდა, ამ პერსპექტივის დანახვას ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშეც შეძლებთ.
მოსკოვიდან მხოლოდ ის თვითმფრინავი კი არ ჩამოგვყავს, რომელიც დიდი ხნის წინათ შეწყვეტილი საავიაციო მიმოსვლის შემდეგ პირველ რეისს შეასრულებს და საქართველოს მონატრებულ მგზავრებს ჩამოიყვანს, არამედ ის თვითმფრინავი ჩამოგვყავს, რომელსაც საქართველოს გამრუდებული ისტორიული გზის გასწორებისა და ნათელი მომავლის იმედი მოაქვს.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი