შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების სპეკულაციური ინტერპრეტაცია გაავრცელა. „ბევრი კითხვაც მივიღე და სამწუხაროდ, ყველას ვერ ვპასუხობ სათითაოდ. ვეცადე საინფორმაციო საშუალებებით გამეცა პასუხები, თუმცა, აქაც მინდა პოზიცია განვმარტო მოკლედ და საგნობრივად. საქმის ვითარება არის შემდეგი: კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას. კანონპროექტი უკრძალავს დამსაქმებელს იძულებით, ...
Read More »Author Archives: ნათია ფეიქრიშვილი
მოსკოვში „პუტინის განსადევნად“ ფეხით მიემართებოდა
იაკუტელი „შამანი“, ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც მოსკოვში „პუტინის განსადევნად“ ფეხით მიემართებოდა, დააკავეს და ის იაკუტიის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსული მედიის ინფორმაციით გაბიშევს საავადმყოფოში ექსპერტიზა ჩაუტარდება.
Read More »22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი – დღეს ფულთან მიმართებაში სიფრთხილე გმართებთ, შეეცადეთ არ დახარჯოთ იმაზე მეტი რასაც თავდაპირველად გეგმავდით. კურო – დღეს ნუ იტყვით უარს წინადადებაზე , რომელსაც კოლეგა ან მეგობარი გაგიკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით შეიძლება წინადადება უპერსპექტივო მოგეჩვენოთ, მასზე დათანხმებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. ტყუპი – პრობლემებმა შესაძლოა ხელი შეგიშალონ კარიერის ზრდასთან დაკავშირებულ გეგმებში. არსებულ სიტუაციაში მოგიწევთ არჩევანის ოჯახის ან ჯანმრთელობის სასარგებლოდ გაკეთება, ...
Read More »“გული მწყდება იმ შეცდომაზე, რომელიც პრეზიდენტმა შეწყალების აქტით დაუშვა”- გია ვოლსკი
“ქართული ოცნების” ლიდერი, გია ვოლსკი პროკურატურაში ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებას ეხმაურება და ამბობს, რომ “გული სწყდება იმ შეცდომაზე, რომელიც ზურაბიშვილმა დაუშვა”.”გული მწყდება იმ შეცდომაზე, რომელიც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტით დაუშვა, თუმცა, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ჩვენი ნება ასეთია”- აცხადებს ვოლსკი.
Read More »რა ქონებას ფლობს დავით ნარმანია, რომელიც სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტმა წარადგინა
პარლამენტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა. სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. შეგახსენებთ, რომ სემეკ-ის წინა თავმჯდომარეს ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა. ცნობისთვის, დავით ნარმანია 2014 – 2017 წლებში თბილისის მერის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2017 წლის 22 დეკემბერს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დაინიშნა. ...
Read More »კვების ობიექტების ჩამონათვალი თბილისში, სადაც კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტი შეამოწმეს. შემოწმების შედეგად, 13 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, რომელთაც 1 000 ლარიან ჯარიმასთან ერთად, საწარმოო პროცესიც შეუჩერდათ. ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. იმ ობიექტების ჩამონათვალი, ...
Read More »მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000-კმ14+400) მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა. „გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი გულისხმობს ახალი ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოწყობას დასახლებული პუნქტების მაქსიმალური გვერდის ავლით. განსახლების სამოქმედო გეგმა ეხება გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ. სიგრძის მონაკვეთს, რომელიც მდებარეობს გურიის რეგიონში, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. საპროექტო მონაკვეთი ...
Read More »183 დღიანი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღურება, ერთჯერადი დახმარების ნაცვლად მოხდება ხელფასის 80%-ის ოდენობით.
დეკრეტული შვებულების ანაზღაურება შესაძლოა, შეიცვალოს. ამის შესახებ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია საუბარი. ცნობისთვის, კანონპროექტი, რომლის ერთ-ერთი ავტორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია, პარლამენტს განსახილველად, დაახლოებით ერთ თვეში გადაეგზავნება. აღსანიშნავია, რომ ცვლილებების თანახმად, დაგეგმილია სტაჟირების, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის, ასევე შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისთვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება. ამასთან, იცვლება დეკრეტული შვებულების პირობები და ანაზღაურების წესი. კერძოდ, როგორც მომზადებულ პროექტშია აღნიშნული, ...
Read More »საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ტრიუმფალური შედეგით დაბრუნდა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ტრიუმფალური შედეგით დაბრუნდა. ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი, ასევე 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 2 ლიცენზია მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი მესამე ადგილი დაიკავეს. მსოფლიოს ჩემპიონები 55 და 82 კილოგრამ წონით კატეგორიებში – ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე გახდნენ, ბრინჯაოს ...
Read More »„ბაღების აღმზრდელ-პედაგოგთა სერტიფიცირება 2020 წლის მაისში განხორციელდება“ – ირინა აბულაძე
განათლების რეფორმის ფარგლებში, 2020 წლის მაისში საბავშვო ბაგა-ბაღების პედაგოგების სერტიფიცირება განხორცილდება – ამის შესახებ ირინა აბულაძემ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ისაუბრა. ,,2019 წლის ნოემბერში მოხდება ახალი სასკოლო მზაობის პროგრამის დანერგვა ბაღებში, ეს იქნება საპილოტე პროგრამა ,,სამოდელო ბაღი”, როგორც განვახორციელეთ სკოლებში. ხოლო 2020 წლის მაისში უკვე მოხდება აღმზრდელ-პედაგოგთა სერტიფიცირება და ანაზღაურების გეგმის წარდგენა მოხდება საზოგადოებისთვის. როგორც ევროპულ ქვეყნებში სკოლამდელი აღზრდის საფეხური მნიშვნელობით გაუთანაბრდება საშუალო განათლების ...
Read More »23 სექტემბერიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი მე-11 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს
23 სექტემბერიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი მე-11 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამასა და მნიშვნელოვან სიახლეებზე დღეს, ორბელიანის მოედანზე ფესტივალის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა ისაუბრეს. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა და ის ყოველწლიურად სხვადასხვა თეატრალურ დასს მასპინძლობს. საუკეთესო სპექტაკლების წარდგენასთან ერთად, ეწყობა მათი განხილვები, დისკუსია ახალგაზრდების მონაწილეობით. ...
Read More »პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ტრადიციული წითელი ტყემალი არ შეიცავს სუდან 1-ის არცერთ ელემენტს.
როგორც საზოგადოებას და ჩვენს მომხმარებელს დავპირდით, ანალიზის შედეგების მოსვლისთანავე სრულად ვაქვეყნებთ ლაბორატორიის დასკვნას, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ აღნიშნულ პროდუქტში არ აღინიშნება არავითარი კვალი არასაკვები საღებავის – სუდან 1-ის ელემენტების. კომპანიამ პროდუქტი ამ ნივთიერების ფართო სპექტრზე შეამოწმა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ტრადიციული წითელი ტყემალი არ შეიცავს სუდან 1-ის არცერთ ელემენტს.
Read More »2020 წლის ბიუჯეტის პროექტში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეების ინტერესები”
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა გამოთქვას თავისი მოსაზრება. „ბიუჯეტი არის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც სახელმწიფო ახორციელებს ყველა პროგრამას და პროექტს. ჩვენ ერთ კვირაში, პირველი ოქტომბრისთვის მივიღებთ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. პროექტი იქნება სოციალურად ორიენტირებული, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეების ინტერესები. ხელისუფლების ყველა რგოლის წარმომადგენლები: საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის წევრები, ...
Read More »საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის სამ სინჯში აღმოჩნდა გენმოდიფიცირებული თამბაქოც.
საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში ჰამბურგის ლაბორატორიამ დიდი ოდენობით ტყვია, ქრომი და სხვა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად, 30%-ის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.70 ლარი გახდა. გადაწყვეტილება პარლამენტში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით ახსნეს. იყო მოლოდინი, რომ სიგარეტის გაძვირება მის მოხმარებას ...
Read More »შევიმუშავებთ რეკომენდაციებს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის გადავჭრათ წამლის ხარისხთან, ფასებთან და ზედმეტი წამლის გამოწერასთან დაკავშირებული პრობლემა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების ხარისხიანი და ფინანსურად ხელმისაწვდომი მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი. „უახლოეს ერთ თვეში, დავასრულებთ საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში ხარისხიანი და ფინანსურად ხელმისაწვდომი მედიკამენტების თაობაზე თემატურ მოკვლევას. ჩვენ შევიმუშავებთ რეკომენდაციებს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის გადავჭრათ წამლის ხარისხთან, ფასებთან და ზედმეტი წამლის გამოწერასთან დაკავშირებული პრობლემა. ...
Read More »დაისვენებენ თუ არა სკოლები 14 ოქტომბერს
14 ოქტომბერს საქართველოში მცხეთობა (სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული) აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლებში სწავლის პროცესი ერთი დღით შეჩერდება. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს 14 ოქტომბერი სამუშაო დღეს – ორშაბათს ემთხვევა. იხილეთ ასევე სხვა ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში: 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები; 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე; 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე; 3 ...
Read More »ინფორმაცია მათთვის, ვინც მასწავლებელთა გამოცდას მეორედ აბარებს…
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს. შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge და online.naec.ge. პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად როგორც საგნობრივ (შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი), ასევე პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, პედაგოგობის მსურველ ...
Read More »გაიზრდება სავალდებულო განათლების წლების რაოდენობა.
ეროვნული სასწავლო გეგმა და ახალი სარეფორმო გადაწყვეტილება, რომელიც სკოლის მესამე საფეხურიდან მე-10 კლასის საბაზისო განათლების საფეხურზე ჩამოწევას გულისხმობს – აღნიშნულ თემაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. გადაცემის დასაწყისში მარიამ ჩიქობავამ განმარტა, თუ რას განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმა. მისი თქმით, 2005 წელს შეიქმნა და დღეს უკვე მესამე თაობის ესგ არსებობს: „ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს, თუ ...
Read More »
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი