Author Archives: ნათია ფეიქრიშვილი

„კალათში ვტოვებ 2 ცალ პამპერსს, მისი მიტოვება ჩემთვის სიკვდილს ნიშნავს“ – თბილისის სკვერში მიტოვებული ჩვილის კალათში დედის წერილი ნახეს

თბილისის ერთ-ერთ სკვერში მიტოვებული ახალშობილის კალათში წერილიც იპოვეს. მისი ავტორი, სავარაუდოდ, ბავშვის დედაა. წერილის შინაარსი „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა. „ვინც ჩემს შვილს იპოვის, ბოდიშს ვუხდი. ღმერთმა დიდი ბედნიერება მარგუნა, მაგრამ არ შემიძლია შვილს მოვუარო. მისი მიტოვება ჩემთვის სიკვდილს ნიშნავს. ჯერ ისე პატარა და ისე უმწეოა… თუმცა, ის შიმშილით სიკვდილისთვისაა განწირული. ჩემი პატარას მიტოვება იძულებითი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეალობა, რომელშიც მე ვცხოვრობ ამას ...

Read More »

ნათია მეზვრიშვილი პრემიერმინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობდა. მანამდე კი, 2013 წლიდან საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო.

Read More »

“თბილისში პატარა გოგონებს პორნოგრაფიულ სურათებს უღებდნენ, მშობლებს კი ამის სანაცვლოდ თანხას უხდიდნენ”- შემზარავი დანაშაული თბილისში

უმძიმესი დანაშაული თბილისში – არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. დაკავებულები საქართველოს, აშშ-ისა და ავსტრალიის მოქაალქეები არიან. ამასთან, შს სამინისტროში, სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, რომ დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები. “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...

Read More »

ახალი უძრავი ქონების შეძენა მისი გაქირავების მიზნით.

აქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის ახალი პროდუქტის- იპოინვესტიციის წარდგენის შესახებ განაცხადა. იპოინვესტიცია არის უძრავი ქონების შეძენის კიდევ ერთი, ახალი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც უკვე აქვს იპოთეკური სესხი. იმისათვის რომ, არსებული ფინანსური ვალდებულების მიუხედავად, მომხმარებელს ჰქონდეს ღირებული ინვესტიციის განხორციელებისა და ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობა, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს იპოინვესტიციას. იპოინვესტიციით შესაძლებელია ახალი უძრავი ქონების შეძენა მისი გაქირავების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, ბანკი სესხის აღებისას, მომხმარებელს ...

Read More »

მოსახლეობის 92% “გავრილოვის ღამეზე” პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის დიდ უმრავლესობას (92 პროცენტი) 20 ივნისის მოვლენების შესახებ სმენია და, ღია კითხვაში, 55 პროცენტი მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას (43 პროცენტი), მაშინ მოქმედ შს მინისტრ გიორგი გახარიას (9 პროცენტი), შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციას (1-1 პროცენტი) აკისრებს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ...

Read More »

პოლიტიკური ლიდერების საქმიანობის შეფასებაში ყველაზე მაღალი რეიტინგი კახა კალაძეს აქვს – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური ლიდერების საქმიანობის შეფასებაში ყველაზე მაღალი რეიტინგი კახა კალაძეს აქვს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC ...

Read More »

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს: 20% “ოცნება”, 9% ენმ, 4% “ევროპული საქართველო”, 26%-მა არ იცის – NDI -ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას” მხარს მოსახლეობის 20% დაუჭერდა მხარს. “ოცნება” პირველ არჩევნად გამოკითხულთა სწორედ ამ ნაწილმა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი, 26% ამბობს, რომ არ იცის, ვის მისცემდა ხმას, 19% ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – 9%, უარი პასუხზე – 9%, ...

Read More »

ბორჯღალოსნებს იაპონიაში დახვედრის ცერემონია მოუწყვეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს იაპონიაში მსოფლიო თასის დაწყებამდე დახვედრის ოფიციალური ცერემონია მოუწყვეს. ბორჯღალოსნებს ოფიციალური წარდგენაზე მსოფლიო თასის კეპები გადასცეს. მსოფლიოს პირველობა აპონიასი 20 სექტემბრიდან 2 ოქტომბრანმდე გაიმართება. ბორჯღალოსნები დ ჯფუფში, ავსტრალიის, უელსის, ურუგვაისა და ფიჯის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ. ბორჯღალოსნები პირველ შეხბვედარს 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ტოიოტაში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

Read More »

ჩანაწერების თანახმად, პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს გაგრძელდა, დაცვის მხარის მიერ მომზადებული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა განიხილეს. ექსპერტიზა საქმის მთავარ მტკიცებულებას – აუდიო ჩანაწერს და დიქტოფონს ჩაუტარდა. პროცესზე დაიკითხა სპეციალისტი, რომელმაც ალტერნატიულ ექსპერტიზაზე იმუშავა. მოწმის ჩვენების თანახმად, აუდიოჩანაწერის მიხედვით შეუძლებელია ბრალდებულების ხმების იდენტიფიცირება, რადგან ჩანაწერი 5 წლის წინ არის გაკეთებული. სპეციალისტის არგუმენტის თანახმად, ადამიანის ბიოლოგია და ხმის ტემბრი დროსთან ერთად იცვლება. ამ მოსაზრებას ...

Read More »

ბუნებასთან ასოცირებული 1000 სხვადასხვა ბგერისგანაა შექმნილი ოლიმპიური თამაშების ოფიციალური რიტმი

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა გაუშვა პროექტი „მიეცი რიტმი“. ამის შესახებ ინფორმაციას ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან თამაშების ოფიციალურ მელოდიურ რიტმებს, რომელიც არა მხოლოდ გამოაცოცხლებს ტოკიო-2020-ის სპორტულ არენებს, არამედ ათლეტების უფრო მხურვალე მხარდაჭერასაც ხელს შეუწყობს. ოლიმპიური თამაშების ოფიციალური რიტმი სპორტთან, იაპონიის კულტურასთან, ყოველდღიურ ცხოვრებასთან და ბუნებასთან ასოცირებული 1000 სხვადასხვა ბგერისგანაა შექმნილი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური პარტნიორის ...

Read More »

საქართველოს შესახებ გადაღებულმა სარეკლამო რგოლმა გაიმარჯვა და პირველი ადგილი აიღო

სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე (ATWS) საქართველოს შესახებ გადაღებულმა სარეკლამო რგოლმა გაიმარჯვა და პირველი ადგილი აიღო. ამის შესახებ Facebook-ზე ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი მარიამ ქვრივიშვილმა დაწერა. “ვულოცავ გამარჯვებას ჩვენს ქვეყანას, გუნდს და ყველა იმ ადამიანს ვისაც წვლილი მიუძღვის ამ დიდ და საამაყო საქმეში! ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის უდიდესი მიღწევაა!”,- წერს მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში.

Read More »

ყურსასმენის ფასი $259. თუმცა მოწყობილობის ფასი $399-მდე გაიზრდება.

ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანია Human Inc-მა უცნაური ფორმის უსადენო ყურსასმენი Human Headphones-ი შექმნა, რომელსაც მალე ბაზარზე გამოიტანს, წერს Techcult-ი. ყურსასმენს არ სჭირდება თავზე დამაგრება. მოწყობილობა მხოლოდ ყურზე უნდა დაიმაგროთ. ეს არის მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელსაც სმარტფონის ფუნქციებიც აქვს. ყურსასმენი 46 გრამს იწონის. რომელის ინტეგრირებული მთარგმნელი 11 ენიდან თარგმნის და სამ რეჟიმზე მუშაობს. Human Headphones-ი სენსორით იმართება და კავშირი აქვს Bluetooth-თან. ყურსასმენი მუსაობს 30 მეტრის დიამეტრით, მისი მიერთება შეიძლება ...

Read More »

მასშტაბური ხანძარი სტამბოლში – ტუზლას რაიონში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

ტამბოლში, ტუზლას რაიონში მდებარე ქიმიურ ქარხანაში, რომელიც ტყავის გადამუშავებაზე მუშაობს ხანძარი გაჩნდა. თურქული მედიის ცნობით, ადგილზე გაგზავნილია დიდი რაოდენობით სახანძრო ბრიგადები. ქარხანაში დროგამოშვებით მცირე აფეთქებებიც ხდება, ხანძარი გავრცელდა ქარხნის ავტოსადგომზეც. ქარის გამო მეხანძრეებს ცეცხლის ლოკალიზება გაუჭირდათ. სტამბოლის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა და დაშავებულა. ალი კარაჰანის განცხადებით, ხანძრის ქრობის ოპერაციაში ჩართულუია 48 სახანძრო ავტომობილი და 138 მეხანძრე.

Read More »

ინდონეზიაში დაუქორწინებელ წყვილებს, რომლებიც ცოლ-ქმრის მსგავსად ერთად ცხოვრობენ, ექვსი თვით პატიმრობა დაემუქრებათ ან ჯარიმის სახით 710 დოლარის გადახდა მოუწევთ.

ინდონეზია ახალი კოდექსის მისაღებად ემზადება, რომელშიც იქნება ჩანაწერი ქორწინების გარეშე სექსის შესახებ, წერს Reuters. ჩანაწერის თანახმად, იმ პირებს, ვინც ქორწინების გარეშე სექსი ექნებათ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მოსახლეობა ხელისუფლების ინიციატივას აკრიტიკებს და თავისუფლების შეზღუდვად აფასებს. კანონპროექტის მიხედვით, დაუქორწინებელ წყვილებს, რომლებიც ცოლ-ქმრის მსგავსად ერთად ცხოვრობენ, ექვსი თვით პატიმრობა დაემუქრებათ ან ჯარიმის სახით 710 დოლარის გადახდა მოუწევთ. გამოცემის ცნობით, ინდონეზია ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა ...

Read More »

ნიუ-იორკში არომატიზებული ელექტროსიგარეტის გაყიდვა აკრძალეს

ნიუ-იორკი აშშ-ის პირველი შტატია, სადაც არომატიზებული ელექტროსიგარეტი აიკრძალა. არომატიზებულ ელექტროსიგარეტს ბაზრის 60 პროცენტი უკავია. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, არსებული მონაცემი ადასტურებს, რომ არომატიზებული ელექტროსიგარეტი დიდ გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე. კერძოდ, მაღალი კლასის მოსწავლეებში მოხმარების მაჩვენებელი 2014 წელს 10.5%-ს აღწევდა, 2018 წლის მონაცემით კი, შედეგი 27%-მდე გაიზარდა.

Read More »

მწამებლებს ვეუბნები: თქვენი პიარ- ომი დამთავრდება საინფორმაციო ნაღმზე თქვენი საზეიმო აფეთქებით.”

ხალხი, რომელიც მოდის ჩვენს აქციებზე, საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარია. მათ არ მოუპარავთ ბიუჯეტიდან მილიონები, როგორც ამას სააკაშვილ- ბოკერიები აკეთებდნენ, არ ჩაუბარებიათ კოდორი და ახალგორი, არ გაუყიდიათ სამშობლო! და თქვენ, ჩვენი მიწის გამყიდველო არარაობებო, კაცთა მკვლელებო და მწამებლებო, პირი გამოირეცხეთ, როცა ამ პატიოსან ხალხს 20 ლარზე გაყიდულ მოღალატეებს უწოდებთ. თითოეულ მათგანს მადლობას ვეუბნები და ვპირდები: ციხის საკნიდან მოგახდევინებთ ბოდიშს ამ ხალხისთვის! ახლა ...

Read More »

“ვალების ჩამოჭრა ხომ გახსოვთ? 2020-ში გაცილებით უფრო დიდი ფსონი დევს. უკვე უფრო მსხვილ ვალებზე”

“მიკროსაფინანსო ვალების ჩამოჭრა ხომ გახსოვთ? ხომ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნების ბედი? 2020-ში გაცილებით უფრო დიდი ფსონი დევს. თუ დასჭირდა, გაუჭირდება იგივე გააკეთოს უკვე უფრო მსხვილ ვალებზე, მაგალითად, იპოთეკურზე? მთელ საქართველოს აქვს. ნაწილობრივი თანამონაწილეობის სახით თუნდაც, პროგრამ ა არჩევნებამდე დაიწყება და გათვლილი იქნება არჩევნების შემდგომ პერიოდზე, ხალხის დასაბმელად. კი, ძვირი დაჯდება, მაგრამ მერე ამონაგები უზომოდ მეტი ექნება. ჩვეულებრივი, მომგებიანი ინვესტიცია. ვინ რას ...

Read More »

“სისხლით შეღებილი მდინარე…ეკოლოგიური კატასტროფა”-რა ხდება ნატახტარ-მცხეთის მიდამოებში?

ფეისბუქ გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ვიდეოს ავრცელებს, სადაც მდინარე ნარეკავია ნაჩვენები, მდინარე მთლიანად სისხლით არის შეღებელი. “კვლავ მდინარე ნარეკავი🆘🐽 მოახდინეთ რეაგირება ამასთან დაკავშირებით ❗️” “უკანასკნელი წლებია ამ ხორცკომბინატისგან ისეთი სუნი დგას ნატახტარ —მცხეთის მიდამოებში აირწინაღი ჭირდება ადამიანს.ეს არა მარტო ეკოლოგიური კატასტროფა, არამედ ჰუმანიზმის კრიზისია. აბა სხვაგან სად ნახავთ კიდევ სისხლით შეღებილ მდინარეს.”-წერს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი. ფაქტები.ჯი

Read More »