Author Archives: ნათია ფეიქრიშვილი

ლაფანყურის მოსახლეობა ხელმოწერებს აგროვებს და ჰესისკენ მიმავალი გზის პიკეტირებას აპირებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა “ლოპოტა ჰესის” მშენებლობას აპროტესტებს. დღეს მათ აქცია გამართეს და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, შეაჩეროს სოფლიდან 7 კილომეტრში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. აქციის მონაწილეების თქმით, მდინარეს არ გააჩნია წყლის რესურსი და მოსახლეობა სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დარჩება. მათივე ვარაუდით, უნიკალური ჯიშის ხეებს გაკაფავენ, რაც ფლორას და ფაუნას უდიდეს საფრთხეს შეუქმნის. ადგილობრივებს არც გარემოზე ზემოქმედების ...

Read More »

რუსული მხარე გაათავისუფლებს 24 უკრაინელ მეზღვაურს, რომლებიც ქერჩის ყურეში დააკავეს

დღეს რუსეთმა და უკრაინამ შეთანხმებული გეგმის მიხედვით პოლიტპატიმრები გაცვალეს. დილის 00:09 საათზე მოსკოვის სპეციალური დანიშნულების „ლეფორტოვოს“ იზოლატორიდან ვნუკოვოს აეროპორტის მიმართულებით ორი სამგზავრო ავტობუსი გავიდა. რუსული მედიის ცნობით, ასევე კიევში, ბორისპოლის აეროპორტში მივიდა ავტობუსი, რომელშიც რუსი პატიმრები ისხდნენ. 09:30 ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი უკრაინის სახელმწიფო სიმბოლოებით, რომელიც პრეზიდენტის ავიაპარკს ეკუთვნის. ხოლი 10:30 საათზე ბორისპოლის აეროპორტში თვითმფრინავი რუსეთიდან ჩაფრინდა. ლაინერებში ჩასვეს პატიმრები. თვითმფრინავები შესაბამისად რუსეთის ...

Read More »

ჩვენ მოვხსენით შეზღუდვა კვლევებზე, რომელსაც ბირთვული შეთანხმება ითვალისწინებდა

რანს შეუძლია ურანი 20%-მდე გაამდიდროს, – ამის შესახებ Reuters ირანის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. თუმცა, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ირანი შეეცდება 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმება გადაარჩინოს, ამიტომ ურანის გამდიდრების მოცულობას არ გაზრდის. „ჩვენ მოვხსენით შეზღუდვა კვლევებზე, რომელსაც ბირთვული შეთანხმება ითვალისწინებდა, თუმცა, თუ მეორე მხარე შეასრულებს თავის დაპირებებს, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები იქნება პროგნოზირებადი. აშშ-ის ბირთვული უსაფრთხოების სამსახური ინფორმირებულია ჩვენი ნაბიჯების შესახებ და ფლობს წვდომას ...

Read More »

არსებობს არჩევნები, პარლამენტი და არსებობს მიკროფონი

„არსებობს არჩევნები, პარლამენტი და არსებობს მიკროფონი, რომელსაც იმედია ამ შენობაში მაინც აღარ გამორთავენ“, განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც მინისტრობის კანდიდატებისა და „ქართული ოცნების“ შეხვედრა დასრულდა. გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნებით შეიცვლება. „ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის შეცვლა ფიზიკური ძალადობით ვეღარ მოხდება. ამისთვის, არსებობს არჩევნები, ამისთვის არსებობს პარლამენტი და ამისთვის არსებობს მიკროფონი, რომელსაც იმედია რომ ...

Read More »

 Facebook და Google წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყება

აშშ-ის ანტიმონოპოლიური სამსახურის ორმა ჯგუფმა ტექნოლოგიური გიგანტების Facebook და Google წინააღმდეგ ახალი გამოძების დაწყების შესახებ განაცხადა.  პირველი გამოძიება, რომელსაც ნიუ-იორკი და სხვა შვიდი შტატი ხელმძღვანელობს, Facebook-ზე იქნება ფოკუსირებული. მეორეს კი ტეხასი უხელმძღვანელებს და ასევე მოიცავს დაახლოებით 40 შტატს. გამოძიების მეორე ჯგუფს არ მიუთითებია კონკრეტული სამიზნე, თუმცა როგორც მედია წერს, მისი ყურადღების ცენტრში სავარაუდოდ, Google იქნება. როგორც ცნობილია, სოციალურ მედიას მომხმარებლების კონფიდენციალური ინფორმაციების ხარვეზებით დაცვაში სულ ...

Read More »

პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაცით ანაკლიის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს სამი ახალი წევრი ჰყავს. სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები არიან საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი, საერთაშორისო იურიდიული ფირმა „დენტონის“ მთავარი მრჩეველი თედ ჯონასი და „კონკორდ კაპიტალის“ პრეზიდენტი ჟან-პატრიკ ვუაზა, – ამის შესახებ 1tv.ge წერს. როგორც კონსორციუმში აცხადებენ, მათ პორტთან დაკავშრებულ სტრატეგიულ საკითხებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. მანამდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ...

Read More »

ფორსაჟის გადაღებების გამო პანტიანი-მანგლისის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ფილმ „ფორსაჟის“ გადაღებების გამო თბილისი (პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზის კმ4-კმ7 მონაკვეთი დროებით ჩაიკეტება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 2019 წლის 7 სექტემბერს, 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება. ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მიმდინარეობს. აქ მომუშავე ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, აქედან 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდიუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს. ...

Read More »

პარლამენტში ყუთებია მოტანილი, სადაც ჩალაგებულია ნახევარი მილიონი მოქალაქის მოთხოვნა

პარლამენტში ფრაქციების ფორმატში მოსმენები „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრით გრძელდება. პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა დაიწყო. დღის მეორე ნახევარში კი, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდებიან. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა პრემიერმინისტრობის კანდიდატისგან ოკუპაციის თემით დაინტერესება მოითხოვეს. ადა მარშანიას თქმით, სწორედ ამ საკითხზე უნდა იყოს ფოკუსირებული მთავრობა. „აპირებთ თუ არა თქვენ, რომ მთავრობის სხდომები ქვეყნის გამთლიანების საკითხით დაიწყოთ. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხით. ...

Read More »

გიჟებივით გავრბივართ, რომ 9 სექტემბერს, თქვენთან შეხვედრაზე არ დავაგვიანოთ.

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს: “ფეხზე დგომით ვართ. ადგილი არაა არსად. ეზოში რომ სკამებია, რიგში დგომითაა. ისიც, კაცმა არ იცის, მოგიწევს თუ არა. ვინ გაჯს ლესავს, ვინ ჩაქუჩით დადის. არადა, სულ რაღაც ორი კვირა გვქონდა. თან უნდა გვეომა, თან პროკურატურაში ნიკას დაკითხვები, ახალი გამოძიებები, აქეთ საკუთარ კოლეგებთან განშორება, ემოციები, სტრესი. იქით ადვოკატები (მოგვიანებით მოგიყვებით, რაში გვჭირდება ადვოკატები:). ყველა სტუდია პარალელურად კეთდება. ყველა კომპიუტერი ერთად ...

Read More »

ვინ არის მაია ასათიანის ბავშვის მამა – ,,ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ მუცლად ჩემს შვილს ატარებს”

უამრავი ჭორი ვრცელდება ამ თემასთან დაკავშირებით, საზოგადოება ინტერესდება მაია ასათიანის პირადი ცხოვრებით, ზოგი წერს რომ შესაძლოა ბავშვის მამა მისი პროდუსერი ნიკოლოზ ხაჩიძე იყოს, აღსანიშნავია ასევე, რომ მაია ასათიანი თავის პროდუსერთან ერთად ისვენებდა, მათი ფოტოები სოციალური ქსელით გავრცელდა, ამჟამად სხვადასხვა სოციალური მედია ავრცელებს მისი ბავშვის სავარაუდო მამის ფოტოებს დამაინტრიგებელი სათაურით.. intermedia.ge

Read More »

სახლი მალიბუზე -$100 მილიონ დოლარად

WhatsApp-ის თანადამფუძნებელმა, იან კუმმა მალიბუზე სახლი $100 მილიონ დოლარად შეიძინა, – წერს Fox News. კერძოდ, მილიარდელმა კუმმა NBC Universal-ის ვიცე-თავმჯდომარის, რონ მაიერის ქონება იყიდა. თითქმის 4 კილომეტრზე გადაჭიმულ სახლში 6 საწოლი ოთახი, 7.5 სააბაზანო ოთახი, საცურაო აუზი, დარბაზი სახლის თეატრისთვის, ორსართულიანი ბიბლიოთეკა და გალერეაა. სახლის თავდაპირველი ფასი $125 მილიონი დოლარი იყო. გარიგების დეტალები უცნობია. imedi

Read More »

დღეს იმდენი ტყუილი და სიბინძურე ანთხიეს, რომ ნალექებისა არ იყოს, თვიურ ნორმას გადააჭარბეს.

ნალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტში დღეს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანჯაფარიძე “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატების მიერ პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვებაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ “დღევანდელი საქციელის მერე როგორ გინდა ასეთი ოპოზიცია კოლეგებად აღიქვა, ჯერ გახარიას მოსმენას ბოიკოტს უცხადებდნენ, მერე მაინც მოუსმინეს და როდესაც ნახეს რომ ვერ “მიაჩმორებდნენ” და პირიქით მოხდა, უბრალოდ გაიქცნენ. “შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ კი ...

Read More »

თბილისში წელს პირველად ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

თბილისში პირველად ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი TBILISI MURAL FEST ჩატარდება. ღონისძიება 17–დან 25 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალს საფუძველი თბილისისა და ბერლინის მერიების მხარდაჭერით ჩაეყარა. წელს თბილისში 10 კედელს მსოფლიოში ცნობილი ბერლინელი და სხვა მხატვრები მოხატავენ. დაინტერესებული მოქალაქეებისთვის მხატვრებთან შეხვედრები გაიმართება. 25 სექტემბერს კი ფესტივალი ორბელიანის მოედანზე KORDZ-ის კონცერტით დაიხურება. imedi

Read More »

Volkswagen-ი 22 მილიონი ელექტრომობილის გამოშვებას აპირებს

მსოფლიოში ავტომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი Volkswagen-ის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მომდევნო ათწლეულში 22 მილიონ ელექტრომობილს გამოუშვებენ, – წერს CNN. კერძოდ, კომპანიამ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ შვედურ კომპანია Northvolt– სთან ერთად, გერმანიაში ბატარეების გიგანტური ქარხნის აშენებას გეგმავს. პროდუქტს ბაზარზე 2023 წლიდან გაიტანენ. ასევე, Volkswagen-მა ორი ახალი მოდელის გამოშვება დააანონსა. საერთო ჯამში კი, კომპანია ათწლეულის განმავლობაში 70 ახალი მოდელის შექმნას აპირებს, რაც 22 მილიონი ელექტრომობილის წარმოებას გულისხმობს. გეგმების განხორციელების ...

Read More »

1 ბოთლ ლუდში -55 000 ფუნტი

ვსტრელიელ სპორტულ ჟურნალისტს დიდ ბრიტანეთში 1 ბოთლ ლუდში შეცდომით 55 000 ფუნტი სტერლინგი გადაახდევინეს. ამის შესახებ BBC წერს. გაზეთ Australian-ის ჟურნალისტი პიტერ ლეილორი მანჩესტერში კრიკეტის მატჩის გასაშუქებლად ჩავიდა. სასტუმროს ბარში ყოფნისას მან ლუდი შეუკვეთა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლეილორს ბარათიდან 22,5-ს ნაცვლად 55 000 ფუნტი სტერლინგი ჩამოეჭრა. ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო, როდესაც ცოლს დაურეკა. ლეილორის თქმით, ამ თანხის დაბრუნებას 10 ...

Read More »

ნიკა გვარამია:უკაცრავად, კიდევ ერთხელ ხომ არ გაკლიათ

„რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში მივიდა, სადაც მას ბრალი წაუყენეს. ნიკა გვარამია მის მიმართ წაყენებული ახალი ბრალის  ერთ-ერთ ეპიზოდს მანამდე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „ბინა გაყიდა და ფული არ ჰქონდაო? – უკაცრავად, მართლა ხო არ გაკლიათ? 2011 წლიდან თვეში საშუალოდ 20 ათას დოლარზე მეტი მქონდა შემოსავალი და ბინის გაყიდვითაც მივიღე. რას ქვია, ფული არ მქონდა? იმიტომ გავყიდე, რომ უფრო დიდი ...

Read More »

შეწყალების აქტმა,წესით, პრეზიდენტის და საზოგადოების ერთიანი სულისკვეთება უნდა ასახოს

შეწყალებაზე ჩემი გადაწყვეტილება თუ პოლიციის შეურაცხყოფად იქნა აღქმული, მათ ვპირდები, არ დავუშვებ, კითხვის ქვეშ დადგეს პოლიციისადმი სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. პრეზიდენტის თქმით, შეწყალების აქტმა, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. „როგორც საზღვარგარეთ ვიზიტის დროს დავაანონსე, შეწყალების აქტის გამოცემის შედეგად შექმნილ ვითარებაზე კომენტარს საქართველოში ...

Read More »