Author Archives: ნათია ფეიქრიშვილი

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – ტურისტული მგზავრობა და მეგობრებთან ერთად ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება გელით. შეიძლება მოდამ და პოპ-კულტურამ გაგიტაცოთ. კურო – ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. სუფთა ჰაერი, ახლობლების გარემოცვა და დროის მხიარულად გატარება ენერგიით აგავსებთ. ტყუპი – გაფრთხილდით, რთულ მოწინააღმდეგეებს ნუ გაეჯიბრებით. ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გაძლეობა. კირჩხიბი – შეიძლება ახალი რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ. საღამო მეგობრებთან შეხვედრა ფილოსოფიური საუბრების განწყობაზე დაგაყენებთ. ლომი – საინტერესო მოვლენებით ...

Read More »

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა

ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი, ნათია გოგალაძე ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოქალაქე ირაკლი დეკანოიძემ ყოფილი ცოლი დღეს დილით დაჭრა. როგორც ცნობილია გოგააძე საქართველოში განქორწინების ოფიციალურად დასარეგისტრირებლად რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილ ცოლს, საცხოვრებელში ხელყუმბარა შეუგდო, ასაფეთქებელი მოწყობილობის არაფეთქების შემდეგ კი, თავის არეში მტავლობითი ჭრილობები მიაყენა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ...

Read More »

“ჩემთვის გმირობაა იცავდე ქალზე “მოძალადეს” …” – განო მელითაური მარიამ კუბლაშვილს

ყოფილი ტელეწამყვანი განო მელითაური თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებულ დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს და წერს, რომ მისთვის გმირობაა, რომ ის ამდენ აგრესიას იგერიებს. “ყოველდღიურობის კომუცია ზოგჯერ გვაბნეევს, გვიტაცებს ! თავს გვაკარგვინებს, გვქანცავს, ჩიხში შევყავართ ან ახალ კარს გვიხსნის…ზოგჯერ ადამიანებს გვახვედრებს, რომელთაგან ბევრს ვსწავლობთ ან ისეთებს ჩვენგან რომ ისწავლიან… ჩვენს გონიერებაზეა დამოკიდებული რამდენად სწორ ...

Read More »

გივი რომ გარდაიცვალა, ჩემთვის დაცარიელდა სამყარო, ბერიკა აღარ იყო, ბერიკა .

გადაცემაშ “პროფილი” მსახიობი გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძისა და მისი მეგობრობის შესახებ საუბრობს.კახი კავაძე ამბობს, რომ ისინი ბავშვობიდან მეგობრობდნენ. “მე და გივი ვმეგობრებდით, მერე ჩვენი შვილებიც დამეგობრდნენ. გივი რომ გარდაიცვალა, ჩემთვის დაცარიელდა სამყარო, ბერიკა აღარ იყო, ბერიკა ….ნიჭიერი კაცი იყო, უმაღლესი რანგის არტისი იყო, შემთხვევით არაფერი ხდება. ის ყველას უყვარდა, კეტილშობილი, სამაგალითო აცი იყო” – ამბობს კახი კავსაძე.

Read More »

მებოდიშებიან და თავიანთ სისასტიკეს აღიარებენ, თუმცა ახლა გვიანია, არავის ნუგეში არ მჭირდება

გადაცემშია „ვიზიტორის” მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა, სხვა თემებთან ერთად, ევას ამბავზე და განქორწინებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ევას ამბავმა დაანახა რამდენად ბოროტი შეიძლება იყოს ადამიანი. “სწორედ იმ პერიოდში მივხვდი, რაოდენ ბოროტი შეიძლება იყოს ადამიანი. ინციდენტიდან ორი დღე, სანამ ევას მანახებდნენ, ფსიქოზურ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, შემდეგ მოვიკრიბე ძალები და ქვა და რკინა გავხდი. ჩემს სოციალურ გვერდებზე არაფერს ვშლი, გადავავლე თვალი იმ ...

Read More »

რა იდო ზურაბ ჟვანიას მაგიდაზე 1997 წელს და რა იგეგმებოდა ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ? – ანზორ ბიწაძე დღემდე უცნობ ფაქტებს ჰყვება

რა იდო ზურაბ ჟვანიას მაგიდაზე 1997 წელს და რატომ უპირიპირდებოდა მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს? – ყოფილი თანამებრძოლების შესახებ ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე, პირველად ჰყვება დაფარული ინტრიგების უცნობ დეტალებს     Newposts tv-ზე ,,ინტერვიუ ვანიჩკასტან,,. ანზრობ ბიწაძე ამბობს, რომ ბურჯანაძის წინააღმდეგ მაშინ დაფარული და ღია შავი პიარი დაიწყო. „ყოველთვის გადამეტებული იყო წარმოდგენები, და განსაკუთრებით დიდი კამპანია დაიწყო 1997 წელს, როცა ნინო ...

Read More »

ნაწყენი კი არა გაოგნებული ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის არხზე დარჩნენ. რუსთავი2″ პირველად თავის ისტორიაში არის რუსული გავლენის არხი.

“მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია “სარკესთან”ამბობს, რომ ახალ არხზე უფრო კარგად გრძნობს თავს ვიდრე “რუსთავი 2” – ზე. “მთავარი არხის” დამფუძნებელი გავრცელებს “ნიუსებს” მაია ასათიანთან დაკავშირებით პასუხობს და აცხადებ, რომ მას მაიაზე ცუდი არაფერი უთქვამს. “მე მაიაზე ცუდი არაფერრი მითქვამ. მაია ძალიან ძლიერი “ტელევიზიონშიკია”. თუმცა ვფიქრობ, რომ ყვითელ გადაცემებს პერსპექტივა აღარ აქვს. ამიტომ ჯობია სხვა რამ აკეთოს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ...

Read More »

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – შეიძლება დღეს გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. დაანახვეთ, რომ მისი მადლიერი ხართ, მასზე გაბრაზებული არ ხართ და ბედნიერებაც უსურვეთ. კურო – თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ საქმეები კარგად მიგდით. ნუ იდარდებთ, თუ რამეს ვერ ყიდულობთ. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ახალი ნივთი უფრო ფუფუნებაა ვიდრე აუცილებლობა. მოერიდეთ ზედმეტ იმპულსურობას. ტყუპი – სწავლისა და მუშაობის პარალელურად, მეტად ჩაერთეთ მხიარულ ...

Read More »

ვისთან ერთად გაატარა პუტინმა დაბადების დღე ტყეში

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკუთარი დაბადების დღე, 7 ოქტომბერს, ციმბირში, ტაიგაში გაატარა. მას თან ახლდა თავდაცვის მინისტრი და როგორც ინტერნეტში გამოქვეყნებულ საკმაოდ ვრცელ ვიდეოში ჩანს, მან მთელი დღე სწორედ მის კამპანიაში გაატარა. ვიდეოში ასევე ჩანს, რომ თავდაცვის მინისტრმა პუტინს მოცვის ბუჩქი მიართვა, თუმცა პრეზიდენტმა მინისტრს ურჩია, ის აგარაკზე წაიღოს და იქ დარგოს.

Read More »

„საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური სტრატეგიების მიმდინარე გადათამაშებაში“

„ვაშინგტონ თაიმსი“ გახარიას საკმარისი გამოცდილება და უნარი აქვს, რათა გაუძღვეს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ, მოსკოვის პირდაპირი პროვოცირების გარეშე“ „საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური სტრატეგიების მიმდინარე გადათამაშებაში“- ასეთი სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას „ვაშინგტონ თაიმსი“ საქართველოზე. სტატიის ავტორი ვეს მარტინი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს მნიშვნელობას მიმოიხილავს და ასევე, პოზიტიურად აფასებს ახალი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. „პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ...

Read More »

სააკაშვილიდა მისი თანამოაზრეები „ტიტანიკივით“ ჩაიძირებიან!

“…პარტიები ერთმანეთს გადაჭამენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, და ისინი, ვხედავ, ხალხს აღარ აინტერესებს. არავითარი თანადგომა! ხალხს ისინი არ სჭირდება, მათი ქონების დათვლა მობეზრდათ. ხალხის რა ვთქვათ, მაგრამ ღმერთი კი ყველას მოსთხოვს პასუხს! ამინ! მრავალპარტიობანა მალე დასრულდება საქართველოში. გამოვა კანონი, რომელიც აკრძალავს მრავალპარტიულობას და დარჩება ორი ძლიერი პარტია (1992 წლის 18 დეკემბრის წინასწარმეტყველება): 1. მეცნიერთა პარტია — მომავალში იწოდება, როგორც „დემოკრატი ...

Read More »

35 წლის მამაკაცის მკვლელობის ახალი სკანდალური დეტალები: როგორ დაიგეგმა მუმლაძის გატაცება და რა აკავშირებს კრიმინალურ ავტორიტეტს ჯღარკავას მოქმედ პოლიციელთან?

“ნიუპოსტი” 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობაში ფიგურანტი პოლიციელებისა და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების კავშირზე უკვე წერდა. დღეს კი ბრალდებული სამართალდამცველებისა და ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლების კავშირები გამოიკვეთა. მაშ ასე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის საქმის კიდევ ერთი ფიგურანტია ზურაბ ჯღარკავა, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. დაკავებული პოლიციელი და­ვით მიროტაძე კი ჯღარკავას სიძეა. საქმის მასალების თანახმად, სწორედ ჯღარკავამ სთხოვა პოლიციის თანამშრომელ მიროტაძეს დავით მუმლაძე მათთან (კრიმინალურ ...

Read More »

ივანიშვილი წმენდას იწყებს – 2020 წლის საპარლამენტო სიაში “დაბლოკილი” დეპუტატები

ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადება და “ქართულ ოცნებას”, სავარაუდოდ, ოდიოზური ფიგურებისგან ათავისუფლებს. ვაზო ზარდიაშვილის მიერ საპარლამენტო მანდატის დატოვების შემდეგ, მმართველ პარტიაში აქტიურად საუბრობენ, რომ წმენდა გაგრძელდება. არსებული ინფორმაციით, მოქმედი დეპუტატების დიდი ნაწილი 2020-ში სიაში ვეღარ მოხვდება. საუბარია მდინარაძე-კობახიძის ფრთაზე, რომელთა მიმართაც ოპოზიციაში ყველაზე მეტი კრიტიკა ისმოდა. არსებული ინფორმაციით, სიაში ვერ მოხვდებიან სოფო კილაძე და სოფო ქაცარავა. “ქართული ოცნების” სიაში ...

Read More »

ლევან ჯიქური თავისუფალია

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. ის დარბაზიდან გაათავისუფლეს. ცნობისთვის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჯიქური ციხეში შიმშილობდა, შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

Read More »

“არჩევნებისთვის დღესაც ვემზადები, გუშინაც ვემზადებოდი და ხვალაც მოვემზადები”

“ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, შემდგომი არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას. ეს არის ჩემი პრინციპი, ამ პრინციპით ვმუშაობდი და ამ პრინციპით გავაგრძელებ მუშაობას. ჩათვალეთ, რომ არჩევნებისთვის დღესაც ვემზადები, გუშინაც ვემზადებოდი და ხვალაც მოვემზადები” გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი metronome.ge

Read More »

“მოემზადე ლუზერო” – წულუკიანი კახიძეს მიმართავს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, ოთარ კახიძის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ კახიძე იმდენად დიდი იურსტია, რომ მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდათ დამარცხდა. „მე ასე ვიტყოდი: შენ ისეთი დიდი იურისტი ხარ, დიდი დიპლომით, ოთარ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდად დამარცხდი ჩემ წინააღმდეგ სტრასბურგში და იმედად ისღა დაგრჩა, საკნიდან გაიყვანესო, ამ ეპიზოდსღა ეპოტინები. იმას მაინც ვერ იძახი, გაიყვანეს და ცემესო, ...

Read More »

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით. საყვარელი ადამიანის ახალ გასართობს მშვიდად შეხვდით. შეიძლება დამოკიდებულება შეგეცვალოთ გარშემო მყოფების მიმართაც. კურო – მოურიდებლად გამოვლინეთ თქვენი ნიჭი. წარმატებებით მეგობრები გაახარეთ. იყავით წარმატებაზე ორიენტირებული და ყურადღებას ნუ მიაქცევთ მოშურნეების აზრს. ტყუპი – ბოლო დროს თქვენი ცხოვრების ბურუსითაა გარემოცული და თავადაც უხერხულად გრძნობთ თავს. დღეიდან სიტუაცია განეიტრალდება და თქვენც შვებით ამოისუნთქავთ. კირჩხიბი – თუ გადაწყვეტილებების მიღება გიჭირთ, მეგობრებისა და ...

Read More »

“სად გაქრა რკინიგზაში ჩადებული 7 მილიონი?” – სკანდალი საქართველოს რკინიგზაში

სკანდალი საქართველოს რკინიგზაში! „ღამის მატარებელში თეთრეულიც კი არ არსებობს, არადა, ამაში 7 მილიონამდეა გადახდილი! სად გაქრა ეს ფული?“ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გასაოცარი დემოკრატიის „ეპოქაში“ სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშნეს ისეთებიც, წინა რეჟიმის დროს „ნაციონალების“ ჩანაცვლებისთვის რომ ყელყელაობდნენ. ფინანსურ ოლიგარქიას, როდესაც ხელისუფლებისკენ მოიწევდა, ჰყავდა ისეთ ფასიანი პოლიტიკური აქტივისტები, რომლებმაც იცოდნენ წინასწარ, რომ თანამდებობებს დაიკავებდნენ როგორც საჯარო სამსახურებში, ასევე კაპიტალისტურ სახელმწიფოს კუთვნილ საწარმოებში. დემოკრატიის სახელით მოსული პოლიტიკური აფერისტები შემდეგ დემოკრატიის ნასახს არ ტოვებდნენ არსად და ეს ლოგიკურია, რადგან ისინი არა ხალხს, არამედ ფინანსურ ოლიგარქიას ემსახურებიან  ემოკრატიისთვის „თავგამოდებულ“ კოკა გუნცაძეს, ლევან ჩიკვაიძეს, დაჩი ცაგურიას, ლევან გოგიჩაიშვილს, ჯაბა ჯიშკარიანს და კიდევ სხვებს (ლეგიონია მათი სახელი), პოლიტიკური დავალდებების შესრულებისთვის წინ ჯილდოები ელოდათ, ზოგს დეპუტატის მანდატი, ზოგს – ან სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობა, ან დირექტორის სავარძელი. ეს ადამიანები არასოდეს ყოფილან `უანგარო რევოლუციონერები~, ისინი რეაქციონერები იყვნენ მაშინაც კი, როცა „ნაციონალებს“ ლანძღავდნენ. ისინი ხალხის ინტერესებს არ ემსახურებოდნენ, არამედ სახელმწიფოს ხელში ჩასაგდებად იბრძოდნენ. ყველა,  ვინც მათ რევოლუციონერებს უწოდებს, დიდ პოლიტიკურ შეცდომას უშვებს, რადგან თითეულ მათგანში მყარად ზის ექსპლუატატორის იდეოლოგია და ფსიქოლოგია. ესენი პირწავარდნილი კონტრრევოლუციონერები არიან. „საქართველოს ფოსტის“ დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, რომელმაც ეს თანამდებობა დემოკრატიის სახელით დაიკავა და ის ამ თანამდებობაზე მოსვლამდე იყო „საზოგადოება არჩევანის“ მოთავე. არანაირი არჩევანი არ დაუტოვა „საქართველოს ფოსტაში“ დასაქმებულებს, მილიონობით ლარი ხომ მიითვისა და მერე საქართველოს ფოსტაში მოინდომა პროფკავშირული კომიტეტის განადგურება, პროფკავშირს კარები ამოუქოლა და კედელი აუშენა. კოკა გუნცაძე, რომელიც დამოკრატიის სახელით მოითხოვდა თავისუფალი პროფკავშირების განვითარებას, როგორც კი საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა, თავისი არჩევანი დაივიწყა და იგივეს გაკეთება დაიწყო, რაც ლევან ჩიკვაიძემ – ბრძოლა გამოუცხადა პროფკავშირულ აქტივობას და მას შემდეგ საქართველოს რკინიგზის მდგომარეობა უკან და უკან წავიდა. დააკვირდით, გაიხსენეთ რას პირდებოდნენ ეს ვაჟბატონები ადამიანებს ხელისუფლებაში მოსვლამდე და როდესაც მოდიან, ზუსტად იმის საპირისპიროს კეთებას იწყებენ, რასაც პირდებოდნენ. იმდენს მიაღწიეს, რომ შევარდნაძის მიერ რუსეთიდან ჩამოყვანილი კორუმპირებული აკაკი ჩხაიძე ზოგ–ზოგიერთებს მოანატრეს კიდეც. საქართველოს რკინიგზაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს „კმარელი“ დაჩი ცაგურია, რომელიც გვახსოვს, კვერცხების სროლითა და ასფალტზე წოლით გამოირჩეოდა, ოღონდ, როცა თბილი ამინდი იყო. დემოკრატი რევოლუციონერის როლში იყო და ასე უწევდა წინააღმდეგობას სააკაშვილის რეჟიმს, რომელსაც ადრე თავად ემსახურებოდა და როდესაც ისეთი თანამდებობა ვერ მიიღო, რომელიც ხეირს მისცემდა, ახალი პატრონის მოძიება დაიწყო და მოძებნა კიდეც, ნომერ პირველი კაპიტალისტის სახით. 2012 წლის შემდეგ საქართველოს რკინიგზაში დაჩი ცაგურია კოკა გუნცაძემ თან წაიყვანა. ის არც რკინიგზის სპეციალისტი ყოფილა. იქნებ ფარცხალაძეს ბაძავენ, იურისტის დიპლომი არ ჰქონდა ტიპს და გენერალურ პროკურორად დანიშნეს, რა ხდება, პროფესიონალები არ ჰყავს საქართველოს რკინიგზას? არა, პროფესიონალებს უშვებენ თანამდებობებიდან და პოლიტიკურ მსახურებს ნიშნავენ თანამდებობებზე. დაჩი ცაგურიას საქმიანობის შესახებ კიდევ უფრო ნათელი წარმოდგენა რომ ჰქონდეს საზოგადოებას, „ალია“ საქართველოს რკინიგზის პროფკავშირების ახალ თავმჯდომარეს, ვიტალი გიორგაძეს ესაუბრა _ რა უნდა გითხრათ დაჩი ცაგურიაზე, მისგან სიცრუის მეტს ვერაფერს გაიგებთ, მასთან არ მაქვს ურთიერთობა. _ რატომ? _  რკინიგზაში სამართლიანი პროტესტი რომ გამოხატეს რკინიგზელებმა ხელფასების მატებასთან დაკავშირებით, ამ საპროტესტო აქციის წინააღმდეგი პირველი დაჩი ცაგურია იყო, ის მშომელი ხალხის გვერდით არ დადგა, ბევრი ტყუილი თქვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან. როგორც კი თანამდებობაზე აღმოჩნდა, დაავიწყდა, როგორ ებრძოდა ვითომ უსამართლობას, ასფალტზე ცარცით წერდა პოლიტიკურ განცხადებებს. ამ დროს თურმე ასფალტზე ცარცით ის თავის მომავალს ხატავდა. თუ საქართველოს რკინიგზის ახალი პროფკავშირი რკინიგზელთა ეკონომიკურ, სოციალურ და შრომით უფლებებს იცავს, შევარდნაძის დროიდან არსებობს ფსევდოპროფკავშირი, რომელიც სააკაშვილისა და ივანიშვილის რეჟიმების დროიდან მხოლოდ ადმინისტრაციის კაპრიზებს ემსახურება. მათთან კი დაჩი ცაგურიას არაფერი აქვს სადავო. სამაგიეროდ, დემოკრატი ცაგურია ხელს უშლის რკინიგზელებს თავიანთი კონსტიტუციური უფლებების განხორციელებაში. საქართველოს რკინიგზაში არიან პროფესიონალები, მაგრამ ასეთები ძალიან ცოტანი არიან. _ რა საკითხებს აყენებს ახალი პროფკავშირი ადმინისტრაციის წინაშე? _ ჩვენ მოვთხოვეთ ხელფასები 50%-ით მოემატებინათ. მაგრამ 10%-იან მატებას ძლივს მივაღწიეთ. _ თავად დაჩი ცაგურიას რამდენი აქვს ხელფასი? _ მისი ხელფასი 8000 ლარს შეადგენს, ის საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტის თავმჯდომარეა და წარმოიდგინეთ, რომ ღამის მატარებელში თეთრეული არ არსებობს. არადა, ამაში 7 მილიონამდე ლარია გადახდილი. სად გაქრა ეს ფული, კაცმა არ იცის. _  პროკურატურისთვის არ მიგიმართავთ? _ ჩვენ, ახალი პროფკავშირი, შრომის უფლებებზე ვართ ორიენტირებული. რადგან საოპერაციო ხარჯებზე წვდომა არ გვაქვს, ამიტომ არ მიგვიმართავს. _  მეოცნებეების მოსვლის შემდეგ, ამბობენ, 7 მილიონი კი არა 300 მილიონამდე ლარი გააქრეს, რომელიც ზარალად გააფორმეს თურმე.  რამდენად მართალია? _  ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე დაინტერესდება შესაბამისი სამსახური ყველა ამ დანაშაულებრივ ფაქტებზე. _ თქვენ რკინიგზაში მუშაობისას გაიცანით დაჩი ცაგურია თუ მანამდე იცნობდით? _ ჩვენ სამტრედიის მე-13 სკოლა ერთად დავამთავრეთ და მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ. ის სულ სხვანაირი მახსოვს. ფეხი „კმარადან“ აიდგა, მაგრამ ფეხი ვერ აუწყო „კმარელებს“ და ჩამოაცილეს. _ მუდამ მზიანი სამტრედია დემოკრატების აკვანი ყოფილა. ყველაზე დიდი დემოკრატი ზვიად ძიძიგურიც სამტრედიელია. _ თუ დაჩი ცაგურია, „კმარას“ პიონერი, სააკაშვილის რეჟიმს ასფალტზე მჯდომარე აქციებით ახსენებდა თავს, ზვიად ძიძიგური დიდ დემოკრატებს გორბაჩოვ–შევარდნაძეს რკინიგზის რელსებზე კოტრიალით უწევდა სამსახურს. ამიტომ ასე სწრაფად გამონახა საერთო ენა გორბაჩოვ–შევარდნაძის გამოზრდილ კაპიტალისტ ბიძინა ივანიშვილთან. დემოკრატიისთვის იბრძოდა იარაღით ხელში სამტრედიელი გენერალი ვაშაკიძე. ტყუილად არცერთს არ უბრძოლია. ყველამ თანამდებობები მიიღო, ხოდა, დაჩი ცაგურია ხომ არ ჩამორჩებოდა თავის სამტრედიელ დემოკრატებს? მაგანაც მიიღო თანამდებობები, ჯერ ერთი და მერე – მეორეც. მას ხომ თავისი პოლიტიკური მიზნები ჰქონდა, როცა „ოცნებისთვის“ აქტიურობდა. _ მისი იმედი როგორ უნდა ჰქონდეს რკინიგზელებს ან თუნდაც მგზავრებს? _ რკინიგზელებს მისი ნდობა არა აქვთ. მგზავრებიდან კი ბევრმა არ იცის, ვინ არის დაჩი ცაგურია, რომელიც რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დირექტორია. შეიძლება ბევრმა ისიც არ იცის, რომ დაჩი ცაგურია შევარდნაძისა და სააკაშვილის სახელმწიფო მინისტრისა და ივანიშვილის ფანკლუბის მოთავის და შეთავსებით კინორეჟისორის გოგა ხაინდრავას სიძეც გახლავთ. აი, ვინ არის საქართველოში დემოკრატიის სახე. მართლაც შეძლო ბიძინა ივანიშვილმა გასაოცარი დემოკრატიის აშენება სამტრედიელ დემოკრატთა კლანის კაშკაშა „ვარსკვლავის“ დაჩი ცაგურიას დახმარებით. ნანა სულავა ალია №36

Read More »