უცხოეთი

რა კავშირი აქვს უკრაინაში ლიკვიდირებულ კრიმინალს გიორგი სანაიას მკვლელობასთან

უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მან 10 დღის წინ ორ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა. დღეს დაკავებისას კი საქართველოს მოქალაქემ, პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. „საპასუხო ცეცხლის დროს მისი ლიკვიდაცია მოხდა“, – აცხადებენ პოლიციაში. გავრცელებული ინფორმაციით, კიევში ლიკვიდირებული პირი ცნობილი ქართველი კრიმინალი შოთა, იგივე მევლუდ ჭიჭიაშვილია, რომელსაც წარსულში საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტადაც კი მოიხსენიებდნენ. ჭიჭიაშვილის სახელი 90-იანი წლების არერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეს უკავშირდება, მათ შორის მკვლელობებს, გატაცებებსა და ნარკობიზნესს. ასევე მისმა სახელმა გაიჟღერა გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეშიც. შოთა ჭიჭიაშვილით გამოძიება ბოლოს 2018 წლის მარტში დაინტერესდა. ამის საფუძველი პატიმარ კოტე ციხისთავის სკანდალური ინტერვიუ გახდა, რომელიც პროკურატურამ ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნია და ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან 17 წლის შემდეგ ხელახალი გამოძიება დაიწყო… ციხისთავი, რომელიც 90-იან წლებში შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის წევრი იყო, ამტკიცებს, რომ ჟურნალისტის პოლიტიკური მკვლელობა მაშინდელ მთავრობაში დაიგეგმა და რეალურად, გიორგი სანაია საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებულმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. ციხისთავი იმასაც ჰყვება, როგორ დაგეგმა და შექმნა შევარდნაძის ხელისუფლებამ მკვლელობის ფალსიფიცირებული მოტივი წინასწარ, ჯერ კიდევ გიორგი სანაიას სიცოცხლეში. მკვლელობა კი საკუთარ თავზე გრიგოლ ხურცილავას, იგივე „გრიცკოს“ ააღებინეს. მთავარი  

Read More »

ის რაც ჩემ გარშემო ხდება არ ჰგავს იმპიჩმენტს, ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა -დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი საკუთარი  twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ბოლოდროინდელ აგორებულ სკანდალს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და დაგმო დემოკრატთა მტრული დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის, „ ამერიკელი ხალხის“ მიმართ. „ყოველდღიური დაკვირვების შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ის რაც ჩემ გარშემო ხდება არ ჰგავს იმპიჩმენტს, ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც გამიზნულია იმისთვის რათა ძალაუფლება წაართვან ხალხს, შეზღუდონ მათი ხმის მიცემის უფლება, თავისუფალი ნება, ძირი გამოუთხარონ რელიგიას , ...

Read More »

22 წლის გოგონამ 17 წლის დას 189 ჭრილობა მიაყენა- თვალები ამოთხარა და ყურები მოაჭრა

mirror-ის ინფორმაციით რუსეთში ახალგაზრდა გოგონამ თავისი და სასტიკი წამებით მოკლა – თვალები ამოთხარა და ყურები მოაჭრა. 22 წლის ელიზავეტა დუბროვინა ბრალდებულია თავისი 17 წლის დის, სტეფანიას მკვლელობაში. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება . სტეფანია პეტერბურგში შეყვარებულის სახლში იპოვეს გარდაცვლილი – მას სხეულზე 189 ჭრილობა აღენიშნებოდა. ელიზავეტა უარყოფს დანაშაულს და ბრალს დებს თავისი დის 44 წლის შეყვარებულს, ალექსეი ფატეევს, რომლის ...

Read More »

გუჩი” ჩემთან თანამშრომლობით დაინტერესდა და კასტინგში მონაწილეობის მიღება შემომთავაზა.

23 წლის არმინე არუთინიანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თავის ცხოვრებაზე, ხელოვნების სიყვარულსა და “გუჩის” ჩვენებაზე საუბრობს. მე ხელოვანების ოჯახში გავიზარდე, ბავშვობიდან ვიყავი გარშემორტყმული მხატვრებით და ჩემთვის შემოქმედებითი ატმოსფერო უცხო არ არის. ბაბუაჩემი, ხაჩატურ აზიზიანი და ბებიაჩემი, სვეტლანა სარგისიანი, ორივე მხატვარი იყო და ასწავლიდნენ კიდეც ხატვას.მეც სახვით ხელოვნებას ვსწავლობ პანოს ტერლემეზიანის სახელმწიფო კოლეჯში. მოდითაც იქ დავინტერესდი. ბევრი ფოტოგრაფი და დიზაინერი მეგობარი მყავს, ...

Read More »

მაკრონი: ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნება საქართველოს კონფლიქტური საკითხის მოგვარებას შეუწყობს ხელს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და რუსული დელეგაციის დაბრუნებას მიესალმა. მისი თქმით, საბჭოს მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებამ ასამბლეის ნორმალური ფუნქციონირების გაგრძელებას შეუწყო ხელი. “მთლიანად ვუჭერთ მხარს გაკეთებულ არჩევანს, რომ რუსეთი ევროპის საბჭოს ასამბლეაში დარჩეს. დარწმუნებული ვარ, რუსი ხალხი ევროპულ ჰუმანიზმთან არის ახლოს. ამის გარეშე ევროპას ნეგატიური, ძალიან ცუდი შედეგი ელოდებოდა”,-აღნიშნა საფრანგეთის პირველმა პირმა. მისი თქმით, გადაწყვეტილებას ...

Read More »

მადლენ ოლბრაიტი – ფოთის პორტის გაფართოების პროექტი არის მანიშნებელი, რისი მიღწევა შეუძლიათ აშშ-სა და საქართველოს ერთად მუშაობის პირობებში

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP-ის ხელმძღვანელი მადლენ ოლბრაიტი ფოთის პორტის გაფართოების პროექტის დაწყებას წერილით გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ოლბრაიტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს პროექტი იმის მანიშნებელია, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ერთად მუშაობის პირობებში. „მე განსაკუთრებით მახარებს შეერთებული შტატების მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ამ პროექტისთვის, მათ ...

Read More »