გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 – დან 23 ივლისამდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
Read More »გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობა დატოვა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შეხახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მღებრიშვილმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დღეს თავად მიმართა გადადგომის მოთხოვნით, რაც ბახტაძემ დააკმაყოფილა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას ამ ეტაპზე შალვა ხუციშვილი შეასრულებს.
Read More »19 ივლისს ლეგენდარული მომღერლის და “მიმინოს” შემქმნელის ვახტანგ კიკაბიძის 80 წლისთავია
ლეგენდარული ქართველი მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი, ვახტანგ(ბუბა) კიკაბიძე, დაიბადა ქ. თბილისში, 1938 წლის 19 ივლისს. დღეს, მომღერალი, 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. მომღარალი, 1959 წლიდან მღეროდა ანსამბლებში: “დიელო”, “რერო”, ხოლო 1967 წლიდან, ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის “ორერას” სოლისტია. ბუბა კიკაბიძე, 1959-1965 წლებში, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში კი, უცხო ენათა ინსტიტუტში. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: – გია(“შეხვედრა მთაში”), ბენჟამენ ღლონტი(“არ დაიდარდო”, 1968), გიორგი ...
Read More »კოკა-კოლას შესაძლებლობებს საზღვარი არ გააჩნია (ვიდეო)
შუქი ჩაგიქრა, მობილური და ლეპტოპი დასატენი დაგრჩა, ნუ დაღონდები დალიე 2 ქილა კოკა-კოლა https://www.facebook.com/wezir.tahir/videos/1768609406521297/
Read More »მწვავე დაპირისპირება “ქართულ ოცნებაში” – პარტიიდან გაგდების შემდეგ დავით ჭიჭინაძე ახალი ფრაქციის შექმნას აანონსებს
დავით ჭიჭინაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მიუღებელი კრიტიკის გამო პარტიიდან გარიცხეს, აანონსებს, რომ მალე მის გვერდით სხვა დეპუტატებიც აღმოჩნდებიან და ახალ ფრაქციას, პირობითად, “ქართული ოცნება 2012”-ს შექმნიან. მმართველ გუნდში ყველაზე ხმაურიანი დეპუტატი სამდივნომ პარტიიდან გარიცხა. მმართველი პარტიის უკვე ყოფილ წევრს, თანაგუნდელების მოქმედებები ბოლო დროს კომკავშირს ხშირად ახსენებდა. პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს უმრავლესობის იმ წევრებმა მოუწონეს, ვისაც ჭიჭინაძისგან პირადი ...
Read More »„უდანაშაულოა ბავშვი” – მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ოჯახის პირველი კომენტარი
ხორავას ქუჩის სასტიკი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე 51-ე სკოლის მოსწავლის, დ.ღ-ს, დაკავების შემდეგ დედა პირველ კომენტარს აკეთებს. დაკავებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და ბრალს არ აღიარებს. ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდება დაკავებულის ოჯახისთვის აბსურდულია. დაკავებული მოზარდის მამამ “რუსთავი 2-თან” კომენტარი არ გააკეთა. „უდანაშაულოა ბავშვი, არ აღიარებს დანაშაულს,“- აღნიშნა დ.ღ-ს დედამ. 51-ე სკოლის მოსწავლე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზეა დაკავებული. მოზარდი ...
Read More »მონობა, თუ კეთილი ნება-მოსკოვი თბილისს სრულმაშტაბიანი ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს
„კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება ექნება, რუსეთის ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გავიდეს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ იქნება. „ჩვენ დაინტერესებულები ვართ რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს. ეს სრულად პასუხობს ჩვენი ქვეყნების ხალხის საფუძვლიან ინტერესებს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.ურთიერთობების ნორმალიზების პროგრესი დამოკიდებულია ...
Read More »ტრამპისა და რომის პაპის საეჭვო კადრები (ვიდეო)
https://www.facebook.com/wezir.tahir/videos/pcb.1389414151107493/1389414101107498/?type=3 ტრაპის და რომის პაპის მეტისმეტად გულმხურვალე ხელის ჩამორთმევა,რამაც ხალხი მის ორიენტაციაში დააეჭვა
Read More »ბიძინა ივანიშვილის ახალი ფოტოები სოციალურ ქსელში (ფოტოები)
სოციალური ქსელის პირად გვერდზე მხატვარ ნიკუშა შენგელაიას მეუღლე ეკა ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილთან და მისი ოჯახის წევრებთან ერთად, რამოდენიმე საათის წინ, შეკვეთილში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს. ფოტოებს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტოებთან ერთად გთავაზობთ მომხმარებელთა რამოდენიმე კომენტარს: “ჩამოვიდა მიუნხენიდან?” “ეკა ჩემთან დავდებ ამ სურათებს, რათა ნაცებს გულები დაუხეთქო:)))))))” “აზრი არ აქვს. ძველი ფოტოაო იტყვიან” “ეკ, ეს ის კაცია, ინსულტით რომ მოკლეს ნაცებმა?” “დავდებ ...
Read More »ტყვია ბავშვების ორგანიზმში – მცირეწლოვანების 44%-ს კვლევისას ორგანიზმში მძიმე მეტალი აღმოაჩნდა
ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვების ორგანიზმში მძიმე მეტალის შემოწმებას იწყებს. უწყებამ კვლევის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოდან უცხოეთში წასულმა მოქალაქეებმა შემოწმებისას სისხლში დიდი ოდენობით ტყვია აღმოაჩინეს. საგანგაშო სტატისტიკა აჩვენა მცირე მასშტაბის კვლევამ საქართველოშიც. მძიმე მეტალი ორგანიზმში გამოკვლეული ბავშვების 44 პროცენტს აღმოაჩნდა. მძიმე მეტალი, რომელიც არაერთ დაავადებას იწვევს, განსაკუთრებულ ზიანს აყენებს პატარებს, ანგრევს ნერვულ სისტემას და იწვევს, როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ ჩამორჩენას. ...
Read More »“ჩაჩავას” კლინიკა დაჯარიმდა: 5 კლინიკის სია ცნობილია, რომელსაც სტატუსი შეუჩერდა
საქართველოში საკეისრო კვეთების რაოდენობა არ მცირდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 2017 წლეს საკეისრო კვეთების წილი 44,4 % შეადგენდა რის გამოც უწყებამ 17-მდე სამშობიარო დააჯარიმა, 5 კი სტატუსი შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია “TV პირველ”-ის გადაცემა “ქალების ნარატივში” გავრცელდა. დაჯარიმებულ კლინიკათა სია ასე გამოიყურება: “ჰერა” , “ჩაჩავა” , “იმედი” , “ბრაზერსი” , “ბაიები”, “დავით დავარაშვილის კლინიკა” , “უმინედი”, “იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ...
Read More »სინოპტიკოსები საქართველოში კვლავ გაუსაძლის სიცხეებს აანონსებენ
სინოპტიკოსები ივლისის და აგვისტოს თვეში საქართველოში ძლიერ სიცხეს აანონსებენ. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსს ამ თვეში პირველად მიაღწევს და ძლიერი სიცხე რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. სინოპტიკოსებმა მთელი ზაფხულის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი უკვე დაადგინეს. ზოგადი გათვლებით, გასულ წელთან შედარებით, წლევანდელი ზაფხული ყველაზე ცხელი იქნება. ტემპერატურა საქართველოში ოთხი გრადუსით მოიმატებს და ზაფხულის პერიოდში 40 გრადუსს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს. განსაკუთრებით ძლიერ სიცხეებს ივლისის ...
Read More »19ივლისს თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდებათ ელექტროენერგია?..
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “თელასი” ავცელებს. კომპანია იმ რაიონების სიას აქვეყნებს, სადაც დენის მიწოდება შეიზღუდება: კრწანისის რაიონი გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, გორგასლის და შავნაბადას ქუჩების მაცხოვრებლებს. სამგორის რაიონი გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის მოედნის, ...
Read More »“გივის ძე ბერიკაშვილმა შეუთვალა ივანიშვილს ,რომ თუ ამავე სამინისტროში არ დავრჩები ელოდეთ სიურპრიზებს ბატონო ბიძინა და მე ქეთი დოლიძეში არ შეგეშალოთო…..”
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მეგი გოცირიძე facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს: რაფალიანცის მკვლელობის მოწმე და თანამონაწილე კლასიკური გაგებით “არაკაცი” და ამავე გაგებით “არაქალი” – მანანა გივის ძე ბერიკაშვილი გააგდეს კულტურის მინისტრის მოადგილეობიდან და გარკვეული საგანძურების გაქრობის გამო მის დაპატიმრებასაც აპირებენ, ოღონდ მას შემდეგ თუ ხმას ამოიღებს და უხმაუროდ არ გადაიკარგება…. თავის მხრივ გივის ძე ბერიკაშვილმა შეუთვალა ივანიშვილს , რომ იმ შემთხვევაში თუ ამავე ...
Read More »დუმბაძე: “ვინც შემოხაზავს 41-ს, მოეხაზება საქართველოს”
ეს არ არის ჩემი ტრანსფორმაცია. არამართებულია “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანება, გრიგოლ ვაშაძე არის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, – განაცხადა გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” წევრმა მურმან დუმბაძემ “მეტორნონომთან” საუბრისას. “ეს არ არის ჩემი ტრანსფორმაცია. აქ ლაპარაკი იყო 2012 წლის 1 ოქტომბერზე. ჩვენ გულწრფელად გვჯეროდა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს მოვიდოდა ახალი ხელისუფლება, რომელიც სისტემურ ცვლილებებს განახორციელებდა. სისტემური ცვლილებების გარეშე, ნებისმიერი ხელისუფლება იქცევა ისე, როგორც ...
Read More »სააკაშვილის პრეზიდეტობის უცნობი დეტალები გახმაურდა
„საქართველოში რელიგიური კონფლიქტური კერების გასაღვივებლად სხვადასხვა ისლამისტური ჯგუფები და კონკრეტული ადამიანები იღწვიან. მათ შორის, მიშა სააკაშვილის დედის გიული ალასანიას უახლოესი მეგობარი, თურქი ბიზნესმენი ფეითჰულა გიულენიც გახლავთ. „კვირის ქრონიკა“ წერდა, რომ გიულენი ერთერთი პანისლამისტური დაჯგუფების „ნურჯულარის“ დამფინანსებელია. გიულენი სააკაშვილს სთხოვა, „ნიურჯლარის“ წევრებისთვის – თურქეთისა და არაბული ქვეყნების მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოქალაქეობა მიეცა, რათა თავიანთი შავბნელი საქმეების საკეთებლად, საქართველოში გადაადგილების ან სხვა სახის ...
Read More »რობოტი სოფია უკვე თბილისშია (VIDEO)
თბილისს მსოფლიოს პირველი ჰუმანოიდი რობოტი მოქალაქე სოფია ეწვია. ჰენსონრობოტიქსის 2 წლის ქმნილება თბილისში დღეს დილით გაერო-ს განვითარების პროგრამის ინიციატივით ჩამოვიდა და პირველი შეხვედრა მედიასთან გამართა. მისალმება ქართულად, ისტორიული წარსული და უძველესი ანბანის ხსენება იმის მანიშნებელი იყო, რომ ოდრი ჰეპბერნის გარეგნობის მიხედვით შექმნილი რობოტი საქართველოში ვიზიტისთვის განსაკუთრებით მოემზადა. 2 წლის მწვანეთვალება გოგონას თავზე თმა არა აქვს, რადგან მისი ტვინი იმდენად ხურდება, რომ თავის ქალის დახურვა ...
Read More »არ ცხელა და არ ვრთავ კონდიციონერს – დაპირისპირება მოქალაქესა და სამარშრუტო ტაქსის მძღოლს შორის (ვიდეო)
მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ის ყვითელი სამარშრუტო ტაქსის მძღოლს კონდიციონერის ჩართვას თხოვს. მძღოლი კონდიციონერს არ რთავს, რადგან აცხადებს, რომ სათანადოდ არ ცხელა. https://www.facebook.com/goga.garsevanishvili/videos/2192447494118643/
Read More »
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი