სტიქია ქუთაისში – ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე შეზღუდულია ფეხით მოსიარულეთა გადადგილება და საავტომობილო მიმოსვლა.
Read More »ბოლო ინფორმაცია
ძლიერმა წვიმამ გურიაში პრობლემები შექმნა – დატბორილია რამდენიმე სოფელი
ძლიერი წვიმის შედეგად გურიაში მდინარე ბჟუჟი ადიდდა. დაიტბორილია ეზოები და საყანე მინდვრები. საფრთხე შეექმნა წითელმთის მონაკვეთზე, მდინარე ბჟუჟის სახიდე გადასასვლელს. სოფელ დვაბზუში დაზიანდა სათადარიგო ხიდი და მოძრაობა შემოვლითი გზით, მხოლოდ მელექედურის მხრიდანაა შესაძლებელი. ადგილზე იმყოფებიან ოზურგეთის მერიის წარმომადგენლები.
Read More »ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსის ევაკუაცია მიმდინარეობს
თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, ნგრევის საფრთხის გამო, საცხოვრებელი კორპუსის ევაკუაცია ხორციელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია, პოლიციის, სასწრაფო და სამაშველო სამსახური თანამშრომლები.
Read More »რთველი მიხეილ სააკაშვილის ვენახში
ახეთში, მიხეილ სააკაშვილის კუთვნილ ვენახში რთველი ჩატარდა. ყურძენი ახალგაზრდა აქტივისტებმა დაკრიფეს.
Read More »მე-6 კლასის მოსწავლემ პედაგოგი კიბეებიდან დააგორა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მე-6 კლასის მოსწავლემ პედაგოგი კიბეებიდან დააგორა. შემთხვევის შედეგად, მასწავლებელი ტვინის შერყევით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაშავებული ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. „ინფო რუსთავთან“ საუბრისას, #5 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ გოგაძე ინციდენტს ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ „ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობს, მასწავლებელი ამბობს, რომ მას მოსწავლემ ხელი კრა, მოსწავლე კი ფაქტს უარყოფს. კითხვაზე, ...
Read More »სალომე ზურაბიშვილი: შეწყალების სიის ერთადერთი ავტორი პრეზიდენტია
ნიუ-იორკში მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების სკანდალურ სიაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ეს იყო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება: „მივიღე გადაწყვეტილება ჩემით. შეწყალება ეს არ არის სასამართლო, რომელიც ემყარება ობიექტურ კრიტერიუმებს, ეს არის ერთი ადამიანის შეფასება, რომელიც არის პრეზიდენტი და რომელსაც აქვს ეს უფლება შეაფასოს გარემოებები და არა, გამართოს ახალი სასამართლო. ეს არ არის ვინმეს გამართლება და საერთოდ, შეწყალება ეხება არა ...
Read More »წინასწარი ვერსიით, ვარკეთილში 16 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი დამცირება და მობილურის წართმევაა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით, ექვსი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 2-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული გ.შ., 2002 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გ.ბ., 1998 წელს დაბადებული გ.გ., 2002 წელს დაბადებული გ.მ. და 1998 წელს დაბადებული, წარსულში ...
Read More »მთავარი არხის ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი “რუსთავი2”-ის ჟურნალისტებს მიმართავს.
მთავარი არხის ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი “რუსთავი2”-ის ჟურნალისტებს მიმართავს. “კურიერის ჟურნალისტებო, სპეცრაზმელი რომ გაათავისუფლეს და მარტო კადრები მოხვდა თქვენს ნიუსში არ გიტყდებათ? იმ ფონზე როცა 7 წლის ბავშვი მშიერია იგივე სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის მამის უმძიმესი მდგომარეობა არ აღმოჩნდა მოსამართლისთვის საკმარისი არგუმენტი. თავი რომ დავანებოთ ლარის გამყარებას. და ლავროვთან შეხვედრას რომ “აპრავებდით” მთელი გამოშვება ერთი წუთით არ გაქვთ უხერხულობა?! სოციალური მედიის საუკუნეში ...
Read More »არ ვაკეთებ კომენტარს, რას აკეთებთ, ტო?-ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს
“არ ვაკეთებ კომენტარს, რას აკეთებთ, ტო?” – ამ სიტყვებით მიმართა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის გათავისუფლების შესახებ ჰკითხეს. 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი, ლევან იმერლიშვილი 27 სექტემბერს 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გათავისუფლდა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა, ამის მიზეზად სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, რაც ბრალდების მხარემ არ გაიზიარა. 20-21 ...
Read More »გიორგი კვირიკაშვილი ერთწლიან დუმილს არღვევს.
გიორგი კვირიკაშვილი ერთწლიან დუმილს არღვევს. ის საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე პოოლიტიკურ პროცესებზე და პასუხისმგებლობას მთლიანად ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. “მთავარმა არხმა” ეკა ბესელია და კვირიკაშვილი თბილისის ერთ-ერთ კაფეში გადაიღო, როცა ისინი ფარულ მოლაპარაკებებს მართავდნენ. ყოფილ პრემიერმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას თუმცა აცხადებს, რომ ძალიან უკმაყოფილოა იმ ვითარებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. “ძალიან ბევრი რამ ხდება , რაზეც შეიძლება ...
Read More »პუტინის საიდუმლო ტელეფონი – რისი ეშინია რუსეთის პრეზიდენტს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საგანგებო სატელეფონო საუბრებისთვის სპეციალურ მობილურ მოწყობილობას იყენებს, რომელიც ზომით ჩვეულებრივ სმარტფონზე ბევრად დიდია. „მასკოვსკი კომსომოლეცი“ წერს, რომ გამოცემა ამ თემით, ტრამპისა და ზელენსკის საუბრებთან დაკავშირებული მასალების გამოცემის შემდეგ დაინტერესდა, რუსული მედია წერს, რომ მოსმენებისგან დაცვის მიზნით, პუტინი უჩვეულოდ დიდი მობილრი მოწყობილობით საუბრობს. სპეციალური დაცვითი სისტემების წყალობით, როგორც გამოცემის წყარო იუწყება, მოსმენების ალბათობა სახელმწიფო ლიდერებს შორის ...
Read More »სიმბოლურია, დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს “შინდისის გმირების” პრემიერა
სიმბოლურია, დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს “შინდისის გმირების” პრემიერა. უმძიმესი ემოციების ფილმია. ვფიქრობ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ეს ფილმი უნდა ნახოს და უნდა შეიგრძნოს. მე ქედს ვიხრი იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც გაზარდეს ეს ადამიანები, შინდისის გმირები – 17 ქართველი ჯარისკაცი, რომელმაც მტერთან ბრძოლას შესწირა საკუთარი სიცოცხლე. მინდა, თითოეულ მოსახლეს, რომელიც იმ სოფელში ცხოვრობს და ამ ადამიანებს ეხმარებოდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო. ...
Read More »ეს მოსამართლეობის კანდიდატები ჯალათებად წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდნენო და ამის უარყოფა და ამაზე ენის მოჩლექვა თვალთმაქცობაა.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს: “მოსამართლე” რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, ამბობს რომ მაშინ “კანონიერად” მოიქცა. ამ ადამიანს დღეს ივანიშვილი ნიშნავს უვადოდ. ხელისუფლების ცვლილების მერე,რა თქმა უნდა, იგივე მოსამართლე სიამოვნებით და “კანონიერად” გაუშვებს ივანიშვილს ციხეში. მაგრამ თუ გვინდა ქვეყანა ვიყოთ, პირველ რიგში, ჩვენი ინტერესია რომ ორი სხვადასხვა ხელისუფლების დავალების შემსრულებელ მონებს არასდროს არავის ...
Read More »28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი – საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ჰარმონიასა და კომპრომისს უნდა მიაღწიოთ. გამონახეთ დრო ოჯახის წევრების დასახმარებლად. ნუ აქცევთ ყურადღებას ცრურწმენებს. კურო – ნაკლებად დაუგდეთ ყური “კეთილისმსურველებს”. აგრეთვე მათ, ვინც თქვენთან საწუწუნოდ მოდის. მეტი დრო გამონახეთ საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ტყუპი – ნუ გაირთულებთ ცხოვრებას ზედმეტი ვალდებულებებით. მხოლოდ ის საქმე აკეთეთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. სანამ საკუთარ ცხოვრებას არ გაიუმჯობესებთ სხვას ნურაფერს დაპირდებით. კირჩხიბი – გარშემო მყოფები ემოციურ ...
Read More »ვანო ზარდიაშცილი მოიყვანა მისმა ,,პატრონმა,,ჩინჩალაძემ და ჩაასმევინა სიაში
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. როგორც მან “პალიტრანიუსის” ეთერში განმარტა, მისი მთავარი მიზანი მოსამართლეთა სიის შეჩერება იყო, რასაც მისი გადადგომა და ბრძოლაში ჩაბმა მოჰყვა. “ვანო ზარდიაშცილი მოიყვანა მისმა ,,პატრონმა,,ჩინჩალაძემ და ჩაასმევინა სიაში, მე არ ვიცოდი, თუ ვინ იყო ის. შემდეგ გავიგე, თუ ვინ იყო მისი პატრონი და ავკრძალე მასთან ურთიერთობა. მქონდა ...
Read More »ვინ არის სინამდვილეში ზარდიაშვილი , რომელსაც გუშინ ეკა ბესელიამ სილა გაწინა და „ადეიშვილის ხელის ბიჭიც“ ეძახა.
დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ბოლო დროის ერთ-ერთი სკანდალური ფიგურაა, რომელსაც გუშინ ეკა ბესელიამ სილა გაწინა და „ადეიშვილის ხელის ბიჭიც“ ეძახა. ვინ არის სინამდვილეში ზარდიაშვილი და რა ქონებას ფლობს? დავიწყოთ იმით, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და ვანო ზარდიაშვილი მეჯვარეები არიან, ზარდიაშვილის მეუღლე თინათინ აბრალავა კი, 2015 წელს ლევან მურუსიძის ბრძანებით, დაინიშნა იუსტიციის საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. მურუსიძე 2018 ...
Read More »ახალგაზრდა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდიდან ჩამოვარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზემო ფონიჭალაში ჰიუნდაის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდიდან ჩამოვარდა. ახალგაზრდა გოგო რომელიც ავტომობილს მართავდა მსუბუქად დაშავდა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ავტომობილის მძღოლი სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანის მობრუნებას ცდილობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
Read More »პოლიციელთა ვალდებულებები იზრდება
პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციული ზომების გატარების მიზნით, პოლიციელთა ვალდებულებები ფართოვდება. საკანონმდებლო ორგანომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებები და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები 82 ხმით (არც ერთი წინააღმდეგი) დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ...
Read More »
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი