Author Archives: ნათია ფეიქრიშვილი

ფორსაჟი”-ს გადაღებებზე 70 რუსთაველის ანაზღაურებამ 24 500 ლარი შეადგინა.

რუსთავში “ფორსაჟი”-ს გადაღებები 5 დღე მიმდინარეობდა. ამ დროის მანძილზე უამრავი ჭორ-მართალი გავრცელდა იმის შესახებ თუ ვის რამდენი გადაუხადეს. “ინფო რუსთავმა” დაითვალა იმ ობიექტების რაოდნობა რომელიც გადაღებების გამო არ მუშაობდნენ ან ხელი ეშლებოდათ მუშაობაში. ასევე დავაზუსტეთ იმ ახალგაზრდების რაოდენობა რომლებიც რუსთავიდან ფილმის გადაღებებზე დასაქმდნენ. მესხიშვილისა და თოდრიას ქუჩაზე, იქ სადაც ძირითადად გადაღებები მიმდინარეობდა 220-ზე მეტი მოქმედი მსხვილი და წვრილი ობიექტია. კომერციული ...

Read More »

სტამბულის” ბაზრის მოვაჭრეები დილის საათებში გაიფიცნენ. დახურული იყო ყველა სექცია.

რუსთავში, “სტამბულის” ბაზრის ადმინისტრაცია, ქალაქის მერთან ერთად აქციის მონაწილეებს შეხვდა და მოლაპარაკებას აწარმოებდა. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ მოვაჭრეებს გადასახადი ჯერჯერობით არ გაეზრდებათ და ტარიფი უცვლელი, 3.5 ლარი დარჩება. “ხვალიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი რომელიც დაადგენს რა თანხის გადახდა მოუწევთ და მოემატებათ თუ არა მოვაჭრეებს გადასახადი” – განაცხადა “სტამბულის” ბაზრის მენეჯერმა მამუკა ცხოვრებაძემ. შეგახსენებთ, რომ ე.წ. “სტამბულის” ბაზრის მოვაჭრეები დილის საათებში გაიფიცნენ. დახურული იყო ...

Read More »

ავთანდილ წერეთელმა გირაო გადაიხადა

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის გირაო მისმა შვილმა, ტვ „პირველის“ მფლობელმა ვატო წერეთელმა საკუთარი უძრავი ქონებით უზრუნველყო, თუმცა ეს არ არის ტვ „პირველის“ შენობა. სააპელაციო სასამართლომ ავთანდილ წერეთლის სარჩელი არ მიიღო. გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. 27 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ...

Read More »

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მისალოცი წერილი გაუგზავნა.

პუტინი მას დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს. შესაბამისი დოკუმენტი კრემლის ოფიციალურ ვებ გვერდზე ქვეყნდება. „ვიმედოვნებ, რომ თქვენი საქმიანობით პრეზიდენტის რანგში სამომავლოდაც გააგრძელებთ რუსულ-აფხაზური ურთიერთობის გამყარებას, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობას ემყარება“, – ულოცავს პუტინი ხაჯიმბას. პუტინი აგრეთვე აღნიშნავს, რომ რუსეთი გააგრძელებს დე ფაქტო აფხაზეთთან მეგობრულ ურთიერთობას და დაეხმარება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებსა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

Read More »

რას აკეთებს სახელმწიფო, რას ფიქრობს უმრავლესობა და ოპოზიცია

მომავალ კვირაში, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საფრთხეებზე და ამ მხრივ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებს. „ყველას გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ მოვისმინოთ, რას აკეთებს სახელმწიფო, რას ფიქრობს უმრავლესობა და ოპოზიცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Read More »

თეა წულუკიანი – ვაშინგტონიდან ვაკვირდებოდი „ნაცმოძრაობის“ ღიმილისმომგვრელ მცდელობას, საკუთარი აზრი პრემიერის „მოსკოვის კაცობის“ შესახებ „დოიჩე ველეს“ აზრად გაესაღებინათ

ვაშინგტონიდან ვაკვირდებოდი „ნაციონალური მოძრაობისა” და მისი დანაყოფების ღიმილისმომგვრელ მცდელობას, რომ საკუთარი აზრი პრემიერის „მოსკოვის კაცობის“ შესახებ შეესაღებინათ ჩვენი საზოგადოებისათვის, თითქოს ეს „დოიჩე ველეს“ აზრია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ „დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანი რედაქციის სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი მეთოდი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბრძოლის ტრადიციული მეთოდია. „ეს მეთოდი მათი ბრძოლის ტრადიციული მეთოდია, თუმცა გაისად მოდის გადამწყვეტი პოლიტიკური ...

Read More »

სააკაშვილი ოქრუაშვილს: ირაკლი, მალე შევხვდებით თბილისში, ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ

ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო მისი გამბედაობა და ის რომ სრულიად უსამართლოდაა დაპატიმრებული. არაუშავს, ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ” – წერს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო, 2019 წლის 27 ივლისს  თავდაცვის ყოფილ მინისტრს, “გამარჯვებული საქართველოს” ლოდერ ირაკლი ოქრუაშვილის 20 – 21 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

Read More »

აქართველოში ბევრი ბავშვია, განსაკუთრებით სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე დაუცველი ჯგუფებიდან, რომელთაც არ მიუწვდებათ ხელი სავალდებულო განათლებაზე.

  ბულგარეთის საელჩო საქართველოში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი თანამშრომლობენ ხარისხიანი განათლება მიაწოდონ ყველაზე დაუცველ, სკოლის გარეთ დარჩენილ ბავშვებს საქართველოში. ბულგარეთის განვითარების სააგენტო, სამინისტროსა და იუნისეფთან თანამშრომლობით დაეხმარება სკოლის გარეთ დარჩენილ ბავშვებს 6 დღის ცენტრსა და საქართველოს 15 შერჩეულ სკოლაში დაბრუნდნენ ფორმალური განათლების სისტემაში. თანამშრომლობის შედეგად ბავშვები შეიძენენ საჭირო უნარებს, რაც დაეხმარება მათ სწავლის შედეგების ...

Read More »

ცილისწამება, სისხლის სამართლის წესით დასჯადი უნდა გახდეს

ცილისწამება, სისხლის სამართლის წესით დასჯადი უნდა გახდეს – ეს მოთხოვნა პარლამენტში ბიუროს სხდომაზე, დეპუტატმა რევაზ არველაძემ დააყენა. მისი განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი აუცილებელია  ქვეყნის განვითარებისთვის. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის კანონპროექტი, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. “2003 წელს ჩემი ინიციატივით იყო გატანილი კანონპროექტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ, ცილისწამებისა და შეურაცხყოფისათვის. ორი მოსმენით იყო მოსმენილი ეს საკითხები, პირველი მოსმენით კენჭი ეყარა, მაგრამ სამწუხაროდ ...

Read More »

142 მილიონი ბავშვი ცხოვრობს კონფლიქტის ინტენსიურ ზონაში, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ ომის გამო 1000 ადამიანი იღუპება;

კონფლიქტებით გამოწვეული ტრავმის გამო მსოფლიოში 24 მილიონ ბავშვს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება. ამის შესახებ ორგანიზაცია Save the Children-ი აცხადებს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებებს მოუწოდებენ, უფრო მეტი გააკეთონ ბავშვების დასაცავად, ვინაიდან კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 420 მილიონზე მეტს აღწევს. რიცხვებში გამოხატული ვითარება კი ასეთია: – 142 მილიონი ბავშვი ცხოვრობს კონფლიქტის ინტენსიურ ზონაში, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ ომის გამო 1000 ადამიანი იღუპება; – ...

Read More »

კახეთის რეგიონში განთავსებული სამი საწარმო  ფალსიფიცირებულ ხორცის ნახევარფაბრიკატებს და თევზს აწარმოებდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის სამი ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში განთავსებული სამი საწარმო  ფალსიფიცირებულ ხორცის ნახევარფაბრიკატებს და თევზს აწარმოებდა, რომელთა შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელსაც უტარდება ...

Read More »

რუსთავში, სოციალურ საცხოვრისში, დროებითი საცხოვრებელი 52 ოჯახს გადაეცემა

რუსთავში, სოციალურ საცხოვრისში, დროებითი საცხოვრებელი 52 ოჯახს გადაეცემა – ამის შესახებ საკრებულოს სხდომათა დარბაზში განაცხადეს. სპეციალური კომისიის სხდომაზე, თითოეული  ოჯახის საკითხი ინდივიდუალურად განიხილეს და კენჭი უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა უარი განაცხადა. უსახლკარო პირებს დროებით საცხოვრისში ცხოვრების უფლება, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე მიეცემათ. “განვიხილეთ სულ 59 ოჯახის ქულებს და 52 ოჯახს გადაეცემა სოციალურ საცხოვრისში ბინა. კრიტერიუმები მხოლოდ 59 ...

Read More »

ბინები მოსკოვსა და ისრაელში და 34-მილიონიანი ქონება – უმდიდრესი დეპუტატი შოთა შალელაშვილი პარლამენტს ტოვებს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლი დე­პუ­ტა­ტის მან­დატს ტო­ვებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია დე­პუ­ტატ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თა­ვად და­უ­დას­ტუ­რა. შოთა შა­ლე­ლაშ­ვილ­მა შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბით პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს უკვე მი­მარ­თა. თა­ვის მხრივ, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის აპა­რატ­ში “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­დეს, რომ დე­პუ­ტა­ტი შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზად ასა­ხე­ლებს იმას, რომ ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას უბ­რუნ­დე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, შოთა შა­ლე­ლაშ­ვი­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი დე­პუ­ტა­ტია, რომ­ლის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ჯა­მუ­რი თან­ხა მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის “მე­დი­ა­ტო­რის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, 34 მი­ლი­ონ­ზე ...

Read More »

ვიცნობ საქართველოს ახალ თავდაცვის მინისტრს. შევხვედრივარ მას ნატოშიც და საქართველოშიც.

ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ელის. ამის შესახებ აპატურაიმ საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით “ქრონიკასთან” ინტერვიუში განაცხადა. ჯეიმს აპატურაის თქმით, ის იცნობს საქართველოს თავდაცვის ახალ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და დარწმუნებულია, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. “საქართველოს მოსახლეობის სურვილი და მისწრაფება ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, მზაობა რეფორმების გატარების მიმართ, საქართველოს ტერიტორიული ...

Read More »

ევროკომისიას 13 ქალი და 14 კაცი ევროკომისარი ეყოლება.

ევროკომისიის ახალმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის თანამდებობებზე დასანიშნი პირების სია წარადგინა. როგორც BBC წერს, თუ სიას ევროპარლამენტი დაამტკიცებს, ევროკომისიას ისტორიაში ყველაზე გენდერულად დაბალანსებული კაბინეტი ეყოლება – ევროკომისიას 13 ქალი და 14 კაცი ევროკომისარი ეყოლება. BBC-ის ცნობით, სიაში მყოფ პირებს რთულ გამოწვევებთან მოუწევთ მუშაობა, როგორიც არის 31 ოქტომბერს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა და კლიმატის ცვლილება. თავად ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის მოქმედ პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს ...

Read More »

მცოცავ ოკუპაციასთან ასე გატრუნული შერიგება არ შეიძლება და ახალი მიდგომების ძიების დროა.-

  აი რას წერს ანა დოლიძე თავის fasebook-გვერძე ,,რასმუსენის განცხადებას მიზანმიმართულად ამახიჯნებს ქართული ოცნება, რომელსაც ისე უნდა საქართველოს ნატოში შესვლა როგორც ბავშვებს უნდათ თევზის ქონი. ოცნების მიერ დღეს გამოთქმული მოსაზრებებით მიდის ქართული ოცნების სრული ლუსტრირება. ჩვენ გვყავს ხელისუფლება რომელიც ყოველ კვირა კარგავს ტერიტორიებს და რომელსაც არავითარი გეგმა ვითარებასთან მიმართებაში არა/ვერა აქვს. გაყოფილი ტერიტორიების ნატოში შესვლის რამდენიმე მოდელი არსებობს (დასავლეთ გერმანია, ...

Read More »

12 სექტემბრიდან „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის” მორიგ ეტაპი იწყება

სოციალური მომსახურების სააგენტო „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის” მორიგ ეტაპს იწყებს. პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს. კურსების გავლის მსურველთა რეგისტრაცია 12 სექტემბრიდან დაიწყება და 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

Read More »

უახლოეს მომავალში, აშშ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემსყიდველი გახდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის ტეხასის შტატის დელეგაციას, ასევე საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საექსპორტო პოტენციალი და აშშ-ის ბაზარზე მისი რეალიზაციის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ და ყურადღება ღვინის წარმოების 8 ათასწლოვან უწყვეტ ისტორიაზე გაამახვილა. მინისტრმა დელეგაციის წევრებს ღვინის ...

Read More »