პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის სხვაობა არ არსებობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გახარიას პასუხების მოსმენაზე უარი თქვეს და ფრაქციის სხდომა ნაადრევად დაასრულეს. „ფაქტია, რომ მათ შორის სხვაობა უბრალოდ არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობა“ გაიქცა პარლამენტიდან, მათმა ფილიალმა „ევროპულმა საქართველომ“ კი ჩაიგდო ხელში მიკროფონი. მათ საერთოდ არ აინტერესებდა პასუხები. მათი მიზანი ...
Read More »Author Archives: ნათია ფეიქრიშვილი
ამერიკის ღია პირველობის ფინალისტები ცნობილია
რენა უილიამსი აშშ-ის ღია პირველობის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში 37 წლის ამერიკელმა უკრაინელი ელინა სვიტოლინა 6:3, 6:1 დაამარცხა. 7 სექტემბერს ფინალში სერენა უილიამსი 19 წლის კანადელს ბიანკა ანდრეესკუს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩს 7:6, 7:5 სძლია. ანდრეესკუსთვის ეს აშშ-ის ღია პირველობის პირველი ტურნირია. მის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე, 1999 წელს სერენა უილიამსმა თავისი პირველი ტურნირი მოიგო. imedi
Read More »უმსხვილესმა ფრანგულმა ავიაკომპანიამ ყველა ფრენა გააუქმა
საფრანგეთის სიდიდით მეორე ავიაკომპანიამ Aigle Azur ყველა ფრენა გააუქმა. ავიაკომპანიის განმარტებით, შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვას 10 სექტემბრიდან შეწყვეტს. „კომპანიის ფინანსური მდგომარეობა არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დღეს ფრენები შევასრულოთ“, – ამ განცხადებით მიმართა კომპანიამ თანამშრომლებს და განმარტა, რომ იძულებული იყო, ეს ზომა მიეღო. თავდაპირველად ავიაკომპანია აცხადებდა, რომ გაკოტრების თავიდან ასაცილებლად შესაბამის ოპერაციებს შეასრულებდა, თუმცა კომპანიამ მილიონობით ევროთი იზარალა. ამას კი წინ ...
Read More »Facebook-ი ადასტურებს, რომ მილიონობით მომხმარებლის ტელეფონის ნომრები ქსელში გავრცელდა
Facebook-ი ადასტურებს, რომ დაახლოებით 200 მილიონი ტელეფონის ნომერი ქსელში გავრცელდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. საუბარია დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 18 მილიონ მომხმარებელზე. ტელეფონის ნომრების ბაზა და ე.წ. Facebook ID დაუცველ სერვერზე გავრცელდა, კერძოდ, ის პაროლით არ იყო დაცული. ბაზა დამალეს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ვებგვერდმა TechCrunch გაავრცელა. 2018 წელს Facebook-მა გათიშა ფუნქცია, რომლის მიხედვითაც მომხმარებლის მოძებნა ტელეფონის ნომრით იყო შესაძლებელი. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ახლა ...
Read More »სოფელ ჩორჩანასთან შექმნილ ვითარებაზე ერგნეთში იმსჯელებენ
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ტექნიკური შეხვედრა დღეს გაიმართება. შეხვედრას წინ უძღოდა დე ფაქტო ცხინვალის მიერ სოფელ წნელისთან ე.წ. სასაზღვრო ბანერის დამონტაჟება. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. „უწყების“ ინფორმაციით, ბლოკპოსტის მშენებლობა ე.წ. ჰუმანიტარული ოპერაციის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაა. მანამდე საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ჩორჩანასთან ე.წ. სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟა, რის მიზეზადაც „ქართული მხარის მხრიდან ...
Read More »მთავრობის შემადგენლობის მოსმენა საქართველოს პარლამენტში დღესაც გაგრძელდება
რამდენიმედღიანი ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიცია გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენს. განხილვები კომიტეტებიდან ფრაქციებში ინაცვლებს. „ევროპული საქართველოს“ წევრებს შეკითხვები ძირითადად გიორგი გახარიასთან აქვთ. კითხვები კი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს შეეხება. პრემიერობის კანდიდატისა და მთავრობის ახალი შემადგენლობის მიმართ მწვავე კითხვები აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსაც. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებდნენ , რომ გახარიას კაბინეტის წინააღმდეგ ბოიკოტს გააგრძელებდნენ, თუმცა გუშინ, ღამით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პოზიცია ...
Read More »საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ეწვევა
საქართველოს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ეწვევა. ფილიპ რიკერს თბილისში 7 სექტმებრეს ელოდებიან. ამერიკელი დიპლომატი საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და უსაფრთხოების ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ფილიპ რიკერის შეხვედრები საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. imedi
Read More »საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები ხორვატიაში მსოფლიო სერიის დასკვნით ფინალურ ეტაპზე წარდგება
საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაემგზავრა. ნაკრები 7-8 სექტემბერს მსოფლიო სერიის დასკვნით ფინალურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. ბრაზილიის და პორტუგალიის ეტაპებზე ნაკრებმა 7 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, რიო დე ჟანეიროში 100% იანი შედეგით, ოთხი მონაწილიდან ოთხი ჩემპიონით დაასრულა ასპარეზობა. ხორვატიაში საქართველოს ნაკრები უცვლელი შემადგენლობით იჭიდავებს: ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით ...
Read More »სურსათის სააგენტო: პროდუქტებში „სუდანის ჯგუფის“ საღებავები სავარაუდოდ წიწაკიდან მოხვდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია. ამის შესახებ ინფორმაციას momxmarebeli.ge Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. დადგინდა იმ ბიზნესოპერატორების რეკვიზიტები, რომლებიც ამ წარმოებებს წითელი წიწაკით ამარაგებენ. სუდანის ჯგუფის საღებავების კვლევის მიზნით, სააგენტომ აიღო წითელი წიწაკის ნიმუშები, რომლებსაც აკრედიტებული ლაბორატორია გამოიკვლევს. სურსათის 6 ნიმუშში არასაკვები დანიშნულების საღებავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის 15 აგვისტოს Momxmarebeli.ge-მ გაავრცელა. არასაკვები დანიშნულების „სუდანის“ ჯგუფის ...
Read More »ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი-საქართველოს კულტურის ფანჯარა მსოფლიოში!
2019 წლის 1-10 სექტემბერს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა,“ საქართველოს სახელმწიფოს ხელშეწყობით და საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მართავს ბათუმის რიგით მეშვიდე შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალს. ქართველი პიანისტის, იუნესკოს არტისტის ელისო ბოლქვაძის მოწვევით, ბათუმს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ეწვევიან. 10 დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქს მოეფინება კლასიკური მუსიკის ჰანგები. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა, რაც მას აძლევს განსაკუთრებულ იდენტობას ...
Read More »მაია ცქიტიშვილი : სტრატეგიული ინვესტორის გარეშე პროექტი ვერ განხორციელდება
ვერ გავიხსენებ ვერცერთ პროექტს, რომელსაც უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონია სახელმწიფოს მხრიდან, ვიდრე აქვს ანაკლიის პროექტს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატების შეკითხვების პასუხად განაცხადა. მინისტრობის კანდიდატის თქმით, 15 ოქტომბერი არის ის ვადა, როცა კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს წინასწარი თანხმობა ბანკებიდან ფულის ჩადების შესახებ და საკუთარი კაპიტალის შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. „საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პრაქტიკულად ...
Read More »გაინტერესებთ,რა ქონებას ფლობს პრემიერობის კანდიდატი?
გიორგი გახარია შს მინისტრის თანამდებობას 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებს, ის ამავე დროს საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანიც იყო. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, თუ რა ქონებას ფლობს და როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა. 2018 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შემოსავალმა აღნიშნულ პოსტზე 60 654,6 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მის ქონებას, 2019 წლის 30 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის ...
Read More »“ლიცენზია მოდიფიცირებულია! 9-ში 9 საათზე ვიწყებთ!
კომუნიკაციების კომისიამ ნიკა გვარამიას „მთავარ არხს“ სპეციალიზებული გასართობი მაუწყებლობის ნაცვლად საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა. კომუნიკაციების კომისიას „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების თხოვნით 26 აგვისტოს მიმართა. „კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და არხი უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა. არხი მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 9 სექტემბრიდან დაიწყებს. შპს „მთავარი არხი“ ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის შესახებ კანონი, ...
Read More »რევაზ არველაძე: მიმაჩნია, რომ ენერგეტიკის სამინისტრო უნდა იქნას აღდგენილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენას ითხოვს. “მე პირადად მიმაჩნია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული რეფორმის დროს საკმაოდ სერიოზული შეცდომა იქნა დაშვებული, როდესაც გაუქმდა ენერგეტიკის სამინისტრო. მოვამზადე წერილი ამ მიმართულებით, რომ იქნას შესაბამისი ცვლილება განხორციელებული. ამ წერილს პრემიერს გადავცემ. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ენერგეტიკული უზრუნველყოფის გარეშე ვერც სატრანსპორტო სისტემა განვითარდება, ვერც ტურიზმი, ვერც განათლების რეფორმა განხორციელდება, და ვერც ...
Read More »უნგრეთის პრეზიდენტი,იანოშ ადრეი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში უნგრელ კოლეგას უმასპინძლა. იანოშ ადრეი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. სალომე ზურაბიშვილი ჯერ პირისპირ შეხვდა უნგრეთის პრეზიდენტს, ხოლო შემდეგ გამართა შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით, რომლის დასრულებისთანავეც ორი ქვეყნის ლიდერებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და კონფლიქტის გადაჭრის გზებს. აღინიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის ...
Read More »98 260 მომხმარებელს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება
საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 98260 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 7.0 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5045 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4510-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი ...
Read More »კურორტები სადაც ტურისტები ყველაზე ხშირად იწამლებიან
კომპანია Sick Holiday-მ, კომპანია YorkTest-თან ერთად ახალი კვლევა ჩაატარა და შეისწავლა ის კურორტები, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ტურისტებში საკვებით მოწამვლის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Frankfurter Rundschau ავრცელებს. კვლევამ მოიცვა 2017 წელს ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული სასტუმროები. ჩამონათვალის სათავეშია ეგვიპტის კურორტი ჰურგადა, წითელი ზღვის სანაპიროზე, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ტურისტებს შორის საკვებით მოწამვლის 380 შემთხვევაა დაფიქსირებული. მეორე ადგილს იკავებს ...
Read More »რომის ისტორიულ ცენტრში მდებარე გალერეაში „in cinque” ქართველი ხატმწერ დავით ლუაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართება
2019 წლის 21-23 სექტემბერს, იტალიაში საქართველოს საელჩოს და იტალიაში საქართველოს ახლგაზრდა ელჩის პატრონაჟით იგეგმება ხატმწერ დავით ლუაშვილის პერსონალური გამოფენის ორგანიზება. გამოფენა გაიმართება რომის ისტორიულ ცენტრში მდებარე გალერეაში „in cinque” და მასზე მოწვეულნი იქნებიან საქართველოს მეგობარი იტალიელი სტუმრები, რომშ აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, გალერისტები და ვატიკანის მაღალჩინოსნები. “OPEN ART MONTI INCINQUE”- გალერეის პროექტი დაიბადა რომში, რომის ერთ-ერთ უძველეს და ისტორიუ ...
Read More »
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი